კონკურსი

კონკურსის მიზანია მოტივაცია აუმაღლოს განვითარების ნაკლები შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივ ლაბორატორიებში, რომ ხორცი შეასხან თავიანთ მირებულ ცოდნას და მიიღონ შესაბამისი შეფასებები.
თითოეულ მონაწილეს ექნება 2 კვირა იმისათვის, რომ მოამზადოს მაქსიმუმ 7 წუთიანი კრეატიული პრეზენტაცია სოციალური ბიზნესის გეგმაზე კ/ კ მ სფეროში, მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გამოიყენონ Power Point პრეზენტაციის მოსამზადებლად, თუმცა რჩევაა, მიმართონ მეტად შემოქმედებით გზებს, მაგალითად, გადაიღონ ვიდეო თავიანთი გეგმის შესახებ ან სხვა რაიმე გზით წარმოადგინონ გეგმა საზოგადოების წინაშე.

პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს:
–  ,,კ/ კ მ“ -ის იდეის ზუსტ აღწერას;
–  მისიას;
–  განხორციელების საფეხურებს – რატომ არის ეს იდეა სიკეთის მომტანი ადგილობრივი საზოგადოებისთვის;
–  ბიუჯეტის განსაზღვრა, სიცოცხლისუნარიანობის შეფასება;
–  რისკების ანალიზი და სტრატეგია;
–  გუნდი მოამზადებს შეფასების სქემას, პრეზენტაციებში სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად.