საერთაშორისო სემინარი ბელგიაში

სემინარი შემუშავებულია იმ ახალგაზრდული მუშაკებისთვის, ვინც ფლობს ინფორმაციას ,,კ/კ მ“-ისა და ,,კ/კ მ“ განათლების შესახებ. სემინარს სავალდებულოა, ესწრებოდეს სულ მცირე ერთი წარმომადგენელი პარტნიორი ორგანიზაციის გუნდიდან.

სემინარის მიზანია, თავი მოუყაროს ახალგაზრდულ მუშაკებს, რათა გადახედონ  საინფორმაციო ბროშურისა და პლატფორმის შინაარსის შემუშავებისას მიღებულ გამოცდილებას და ასევე დაგროვილ გამოცდილებას  ადგილობრივი ლაბორატორიების და კონკურსის ჩატარების დროს. მონაწილეთა სწავლის შედეგების შეფასებასთან ერთად, ჩვენ მოვახდენთ ლაბორატორიების შედეგების ანალიზს, მოვამზადებთ შემაჯამებელ შეხვედრას და ბრეინსტორმინგის გზით ვიფიქრებთ სამომავლო თანამშრომლობაზე.
სემინარი განხორციელდება არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით, პარტნიორების საქმიანობაში უშუალო მონაწილეობითა და დაკვირვებით, კვლევისა და სტაჟიორების მიერ შექმნილი საინფორმაციო ბროშურების გამოყენებით.