პორტუგალია

    სიტყვა “სოციალური მეწარმეობა” თითქმის სრულიად უგულებელყოფილი და უცნობიც  კი იყო ბევრისთვის  90-იანი წლების შუა პერიოდამდე, როდესაც, აუცილებელი იყო შეგვევსო ის სიცარიელე, რასაც ვერ ფარავდა სახელმწიფო და კორპორაციები. მაგალითად, ეს იყო სოციალური საჭიროების სფეროები, ყველაზე დაუცველი თემების სასამართლო უფლებები და სუსტი ჯგუფებისთვის შესაძლებლობების შექმნა, როგორც ამას მარქსი განსაზღვრავს . მარქსის თანახმად, ეს პრაქტიკა აღქმული იყო ,როგორც სტრატეგიული და თანმიმდევრული გზა, რომ ეკონომიკის გამოყენებით ხელი შეეწყო პროფესიული რეინტეგრაციისთვის. ამისათვის მიღებული მოდელი იყო მსგავსი იმ მოდელებისა, რომელიც უკვე გამოიყენებოდა ევროპის სხვა ქვეყნებში. პოტენციალთა მთელმა რიგმა , რომლებიც სოციალურ მეწარმეობას თან სდევდა, ხაზი გაუსვა სამ მნიშვნელოვან პრობლემას: ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ; სოციალური კეთილდღეობა; დასაქმება, ადგილობრივი და მდგრადი განვითარება. სწორედ კომპანიებმა უნდა შეუწყონ ხელი სოციალური მიზნებისათვის მეწარმეობის განვითარებას, როგორც სიღარიბის და უმუშევევრობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდს.

ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სექტორის მიზანია შრომის ბაზარზე სოციალურად დაუცველ პირებისგან სარგებლის მიღება პროდუქტიული საქმიანობის განვითარების გზით. სახელმწიფოს მხრიდან  წამოწყებულ იქნა საჯარო პოლიტიკის ინიციატივა და სოციალური პოლიტიკის ინოვაციური ტენდენციების დანერგვა.

უნდა აღინიშნოს სოციალური საწარმოს უკვე დამკვიდრებული კონოტაცია სოციალური მეწარმეობისა და მისი გაჩენის შესახებ, მაგრამ დროთა განმავლობაში, სოციალური ეკონომიკისა და მიკრო საწარმოთა მხარდასაჭერად პროგრამების საშუალებით, სოციალურმა მეწარმეობამ გააერთიანა და დაიწყო მისი დაცვა.
მარტინსის (2007) თანახმად, ბოლო ათწლეულში პორტუგალიის სოციალურ ლანდშაფტში ბევრი რამ შეიცვალა, რადგან  იმატა თანამშრომლობამ სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნეს სამყაროს შორის, რათა გააუმჯობესონ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც ხშირად არ არის დინამიური და ეფექტური სოციალური პრობლემების გადაწყვეტის საკითხში.

სოციალური მეწარმეობა პორტუგალიაში აღმოცენდა, როგორც მენტალიტეტი და ზოგადად არსებობის საშუალება.მან თავი იჩინა ახლადშექმნილ ორგანიზაციებში, შემდგარ კომპანიებში, ჩვეულებრივ მეწარმეებში – სახელმწიფო ერთეულების მეშვეობით. სოციალური მეწარმეობა უკვე ტენდენციურიც გახდა და მასთან ერთად გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა მოქნილობა, ინოვაცია, რისკი და კრეატიულობა. სოციალურმა მეწარმეებმა უკვე შეიმუშავეს უნარები და მათი მიზანი დღესდღეობით  არის დაიწყონ ბიზნესი მკაფიო სოციალური მისიის საფუძველზე, არ იყვნენ დამოკიდებული პატრონაჟზე ან სუბსიდიებზე, დაიკავონ სოციალური ბიზნესის მართვის სადავეები და გადაურჩნენ კონკურენციისა და ხარისხის კონტროლს. აღსანიშნავია, რომ კარგი საქმე უკვე გააკეთეს პორტუგალიელმა სოციალურმა მეწარმეებმა.

სანტოსი, Insead- დან, აღნიშნავს, რომ პორტუგალიას აქვს ”ძალიან კარგი ინიციატივები”, აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური სექტორი, რამდენიმე წამყვანი სოციალური დახმარების ორგანიზაცია”. ბევრი რამ არის განპირობებული კერძო ორგანიზაციებით, რომლებიც მუშაობენ ადამიანებში მეწარმეობის გასაძლიერებლად და ეხმარებიან მათ იდეების რეალიზებაში, მაგალითად, სოციალური მეწარმეობის ინსტიტუტი( IES) და „კასესი“(António Sérgio Cooperative for Social Economy), ეს ორგანიზაციები მუდმივად გვთავაზობენ ტრენინგებს ამ მიმართულებით, პროგრამებს, ფინანსურ სტიმულს, პარტნიორობას და ა.შ., რათა უფრო მეტად განავითარონ სამეწარმეო საქმიანობა პორტუგალიაში.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ უნივერსიტეტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ სფეროს განვითარებაში, როგორც განათლების, ასევე კვლევის თვალსაზრისით, დენიელ ტრაზა ამტკიცებს: ”მთავარი მიზანია საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა ჩვენი სტუდენტების მეშვეობით” . როგორც მარკესი  ამბობს,  სოციალური მეწარმეობის ერთ – ერთი უმთავრესი მიზანი არის ხალხის ჩართვა საქმიანობათა იმ ერთობლიობაში, რაც მათ კეთილდღეობას უფრო მეტად გააუმჯობესებს.

პორტუგალიის ტერიტორიაზე მეწარმეობა მნიშვნელოვანია სოციალური განვითარებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, სამუშაო ადგილების შექმნის, ინოვაციების, სიმდიდრის შექმნის თვალსაზრისით. თუმცა, ეროვნული მახასიათებლები ამას დაბრკოლებებს უქმნიან. მესამე სექტორის შემადგენლობაში შედის რელიგიური ინსტიტუტები; მესამე სექტორის ორგანიზაციების გადამზადება და პროფესიონალიზაცია ძალზედ მმნიშვნელოვანი რამაა.

პორტუგალიამ უკვე შეიმუშავა იურიდიული ჩარჩო, თუმცა ფრაგმენტულად, სოციალური მეწარმეობის გასაძლიერებლად .მაგალითად, ზემოხსენებული „სოციალური დასაქმების ბაზარი“ (MSE); ”კოოპერატივების განვითარების პროგრამა” (PRODESCOOP); კანონმდებლობა, რომელიც ცნობს )კერძო სოციალური სოლიდარობის ინსტიტუტებს (IPSS ); ”პატრონაჟის წესდება”; პროგრამები, როგორიცაა ინოვაციური იდეების კონკურსები (ავტორი: IAPMEI – მცირე და საშუალო საწარმოებისა და ინოვაციების მხარდაჭერის ინსტიტუტი, NET – ახალი კომპანიები და ტექნოლოგიები S.A. და ANJE – ახალგაზრდა მეწარმეთა ეროვნული ასოციაცია); ინკუბაციის ცენტრების ამოქმედება; მეწარმეების სახელმძღვანელო;CoopJovem – კოოპერატიული მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა; და, სხვათა შორის, სოციალური ეკონომიკის ეროვნული საბჭოს შექმნა და სოციალური ეკონომიის ძირითადი კანონი – ახლახანს ერთხმად დაამტკიცეს რესპუბლიკის ასამბლეაში.

მიუხედავად მიღწეული კარგი შედეგებისა, პორტუგალიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს შესასწავლი და გასაკეთებელი ამ სფეროში. მანუელ ალვე მარტინსი, IES– დან, აღნიშნავს, რომ პორტუგალიაში ”ინდივიდუალური პროტაგონიზმი” ხშირად ემთხვევა თავად ორგანიზაციების მიზნებს.

ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის დონე დაბალია, GEM– ის მიერ გლობალური მეწარმეობის მონიტორინგის ანგარიშის მონაცემების თანახმად, რომელიც 2001 წელს დაფიქსირდა,პორტუგალია მეწარმეობის მე –9 ,ყველაზე დაბალ საფეხურზე იყო (გაზპარი და ფე დე პინო, 2007).  ხაზგასმულია გეოგრაფიული, ისტორიული, საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკურ მიზეზები: ”პორტუგალიაში მეწარმეობის ფენომენი შემაშფოთებლად დაბალია, უმეტესწილად ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე. პორტუგალიის ეკონომიკაზე  საზოგადოებისთვის ცოდნის ხელმისაწვდომობის ნაკლებობის გამო. პორტუგალიაში სოციალური საწარმოთა და სოციალური მეწარმეობის გამოყენება ჯერ კიდევ დაბალია.“