
კრეატიულად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელოვნებითა და კულტურით, ნაკლებად ან საერთოდ არ აქვთ საშუალება შეისწავლონ ეფექტური ლიდერობის საფუძვლები. მაშინ, როდესაც შემოქმედებითი და კულტურული მეწარმეობა( „კ/კ მ“ რომელსაც ამიერიდან ამ აბრევიატურით მოვიხსენიებთ) არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც ზრდის პოტენციურ დასაქმებულთა რაოდენობას ( მაგალითად: ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელოვნებითა და კულტურით), რაც ძნელად მისაღწევია ახალგარზდებისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სადაც კულტურის პოლიტიკა ჯერ კიდევ შორსაა იმისგან, რომ კარგად განვითარებული ვუწოდოთ.
პროექტის მიზანია შემუშავდეს საგანმანათლებლო ინოვაციური გზა, “NEET” ახალგაზრდებისთვის (ჯგუფები ანუ ის ახალგაზრდები რომლებიც არ არიან დასაქმებულნი არიან, არც განათლების სისტემაში არიან და არც ტრენინგს გადიან) დასაქმების პოტენციალის გასაზრდელად, შემოქმედებითი და კულტურული მეწარმეობის სწავლების გზით (”კ/კ-მ”). ჩვენი პროექტი წარმოგიდგენთ სტრუქტურირებულ ინოვაციურ მიდგომებს ახალგაზრდების განათლების მიმართულებით. თუ როგორ უნდა მოხდეს მეწარმეობის ინტეგრირება შემოქმედებითი პრაქტიკის განვითარების პროცესში და როგორ მივუსადაგოთ შემოქმედებითი მიდგომა ახალი სოციალური ბიზნესის განვითარებას.
პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში ჩვენ მხარს ვუჭერთ უმუშევარი ახალგაზრდების შესაძლებლობებს შექმნან ინოვაციური პროდუქტები, მივაწოდოთ მათ სამეწარმეო უნარ-ჩვევები და დამხმარე მასალები შემოქმედებითი და კულტურული ცოდნის კომერციალიზაციისთვის. პროექტში მონაწილე ახალგაზრდული მუშაკები და ახალგაზრდები მიიღებენ თეორიულ ცოდნას კულტურული ეკონომიკის და შემოქმედებითი ინიციატივების შესახებ და შეიმუშავებენ გზებს – თუ როგორ აქციონ შემოქმედებითობა და კრიტიკული აზროვნება სამეწარმეო იდეებად.
პროექტის ძირითადი მიზნებია:

- კონსორციუმის შესაძლებლობების გაძლიერება “კ/კ- მ” სფეროში, პარტნიორებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
- ქსელის ფუნქციონირებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა და ახალგაზრდული მუშაკების აღჭურვა შესაფერისი ცოდნითა და სპეციფიკური კომპეტენციებით “კ/კ-მ” სფეროში;
- ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს „კ/კ-მ“-ზე ინფორმაციის მიწოდებას უმუშევარ და განვითარების ნაკლები შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებზე, ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს სხვადასხვა უნარების განვითარებაში, იქნება ეს ინიცირების საკუთარ თავზე აღება თუ შემოქმედებითი აზროვნების წახალისება.
- ყოვლისმომცველი სასწავლო მასალების შექმნა – გზამკვლევი, ბროშურა და ონლაინ პლატფორმა – მორგებული ახალგაზრდული მუშაკებზე, სოციალური მეწარმეობის სფეროში დაინტერესებულ მხარეებსა და პოტენციურ მეწარმეებზე;
- სოციალურ, კულტურულ და შემოქმედებით მეწარმეობის, აქტიურ მოქალაქეობისა და არაფორმალურ სწავლების ხელშეწყობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში;
- ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია სოციალური მეწარმეობის სფეროში და ერასმუს პლიუსის გავლენის გაზრდა, როგორც ევროპულ ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

პროექტის მთავარი შედეგი იქნება ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებთან მუშაობის ახალი მოდელების შემუშავება, ინოვაციური ხელსაწყოებითა და სახელმძღვანელოებით, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად განახორციელონ საკუთარი შემოქმედებითი და კულტურული საწარმოების იდეები.