ბელორუსი

ბელორუსი ბოლო წლების განმავლობაში განიცდის არა მხოლოდ რაოდენობრივ, არამედ მეწარმეობის ხარისხობრივ ზრდასაც. კერძო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი, დიდი ძალისხმევით მუშაობს მომსახურების სფეროს განვითარებისთვის. ამ მიმართულებით დაჩქარებული მუშაობა და კერძო სექტორის ინტერესები, გათვალისწინებულია მთავრობის მიერ, რომელიც შეიმუშავებს პროგრამას  სფეროს განვითარებისთვის 2025 წლამდე. ბელორუსის მთავრობა ხაზს უსვამს სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ჯანსაღი და უწყვეტი დიალოგის დამყარების მნიშვნელობას.
ბოლო წლებში ბელორუსში მცირე ბიზნესის და მეწარმეების რაოდენობის ზრდა შეინიშნება.

ახალი ბიზნესები ყალიბდება მთელს ბელორუსიაში, 2002 წელს მათი რიცხვი 29.044  შეადგენდა, 2009 წლის ოქტომბრისთვის კი 77.228, ხოლო ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 530,000 აჭარბებს. მიუხედავად ამისა, სოციალური მეწარმეობის უკეთ განვითარება შესაძლებენლია, რადგან ის მხოლოდ მშპ-ს  9.5% შეადგენს.
ამ სექტორს ეხმარება მეწარმეობის საბჭო ბელორუსში, რომელიც წარმოადგენს მცირე ბიზნესის საზოგადოების ფორუმს  და უზრუნველყოფს კომუნიკაციას მთავრობასთან ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ბელორუსში მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი სწრაფად ვითარდება და ელის, რომ იგი განაგრძობს ზრდას საგადასახადო და ადმინისტრაციული გადასახადის გარეშე.

ამ ეტაპზე, მეწარმეობის განვითარების ძირითადი პრობლემებია:
1) არასაკმარისი ფინანსური მხარდაჭერა და რეალური ფინანსური და საკრედიტო მექანიზმების არარსებობა ამგვარი დახმარების უზრუნველსაყოფად.
2) საგადასახადო კანონმდებლობა კვლავ საკამათო და რთულია.

საგადასახადო სისტემის არასრულყოფილებას თან ახლავს სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების გადაჭარბებული ბიუროკრატიზაცია და ადმინისტრირება [7, გვ. 45].
3) საკანონმდებლო აქტების არარსებობა ან შეუსაბამობა, მათი ორაზროვანი ინტერპრეტაციისა და გამოყენების შესაძლებლობა, ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურების ბიუროკრატიული გართულება, საქმიანობის ლიცენზირება, პროდუქტის სერთიფიკაცია, საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ა.შ., აგრეთვე ამასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯები მცირე საწარმოების საქმიანობაში მთავარ პრობლემებად რჩება.
4) ზედმეტად რთული პროცედურა იურიდიული პირების ნებაყოფლობითი ლიკვიდაციისთვის. ამის შედეგად, შეინიშნება არამომუშავე კომპანიების მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა, რომლებიც მხოლოდ ფორმალურად არსებობს.
5) ადმინისტრაციული ბარიერები.

Social სოციალური მეწარმეობა ბელორუსში
სოციალური მეწარმეობის განვითარება ბელორუსში როგორც ტერმინი გამოჩნდა 2010-იანი წლების დასაწყისში, ეს  წამოიწყეს მცირე ბიზნესებმა და კერძო საწარმოებმა, რომლებიც სოციალურ სისტემაზე და ფინანსურ მოდელებზე დაყრდნობით ახორციელებდნენ საქმიანობას.
მაგრამ ქვეყნის და საზოგადოების ეკონომიკურ დღის წესრიგში სოციალური ბიზნესის განსაზღვრისა და განვითარების პროცესი კვლავ მიმდინარეობს, ეს კარგად აღწერა ჰოლანდიელმა სოციალურმა მეწარმემ, მარია ჩერიაკოვამ, რომელიც აღწერს ბელორუსში მისი განვითარების მთავარ ბარიერებს:
”ყველა გამოკითხულმა სოციალურმა მეწარმემ აღნიშნა, რომ მათი სოციალური ბიზნესის განვითარების ყველაზე დიდი ბარიერი არის ის, რომ ბელორუსიელები უფრო ხშირად ფიქრობენ პრობლემებზე, ვიდრე გადაწყვეტილებებზე. ერთმა მეწარმემ შემდეგი სიტყვებით აღწერა ეს: ”ბელორუსელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მათ არ აქვთ ძალა თქვან რაიმე. ისინი ფიქრობენ, რომ სამყარო შეიცვლება თავისთავად ან მთავრობის მიერ. ” სხვა სოციალურმა მეწარმემ იგი აღწერა, როგორც ფსიქოლოგიური ბლოკი ცვლილებისკენ. მისი თქმით, “ჩვენ გვჭირდება ფსიქოლოგიური ცვლილება, რაც ხალხს პასუხისმგებლობას დააკისრებს“. კიდევ ერთი პრობლემა, რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ბელორუსელებს დიდი პრობლემა აქვთ ნივთების გაყიდვაში და თუ როგორ აღიქვამენ ამ პროცესს. მაშინაც კი, თუ კარგ პროდუქტს ყიდიან, ფიქრობენ, რომ ფულს ითხოვენ.
ბელორუსის სოციალური მეწარმეებისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა მათი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და სხვებისთვის ახსნა და დარწმუნება, რომ სოციალური მეწარმეობა არის სოციალური მისიის მქონე ბიზნესი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის შემოსავალს.

მეორე ბარიერი ეხება დოკუმენტების რაოდენობას და წითელ ხაზს. ბევრს არ სურს, რომ ბელორუსში საწარმო წამოიწყოს  და მცირედი შეცდომის გამო დაისაჯოს. ”გრძნობ, რომ შენზე ნადირობენ”, – თქვა სოციალურმა მეწარმემ ინტერვიუს დროს. ლიცენზიებზე და საჭირო სერთიფიკატებზე წვდომა დიდი ტვირთია გამოკითხული სოციალური მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ ისეთი პროდუქტის გაყიდვა, რომელიც სუვენირი არ არის.

სოციალურმა მეწარმეებმა მეწარმეობის უნარის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

განათლება და ქსელის შესაძლებლობები არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება სოციალურ მეწარმეებს. ”ბიზნეს გეგმის, მარკეტინგის სტრატეგიის და, რაც მთავარია, გაყიდვების ფართო კურსის შექმნა, სწორედ ისაა, რაც საჭიროა სოციალური საწარმოს შესაქმნელად. დანარჩენს შეგვიძლია გავუმკლავდეთ ”- უპასუხა რესპოდენტმა. ერთნაირად მოაზროვნე ადამიანების შეხვედრა ასევე მოწინავე იყო საჭიროების სიაში. ერთმა მეწარმემ განმარტა, რომ სხვა სოციალურ მეწარმეებთან ურთიერთობა ხელს შეუწყობს მას და უბიძგებს განაგრძოს თავისი საქმიანობა.

შემდეგ რა მოდის?

სოციალური მეწარმეობის კულტურის შექმნას დრო დასჭირდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ბელორუსია, სადაც სამეწარმეო მისწრაფებები არ არის კარგად გაცნობიერებული ან სათანადოდ დაფასებული. პირველი ნაბიჯი არის იმის ამოცნობა, თუ რა ამოძრავებს სოციალურ მეწარმეებს, ასევე მიზნის მისაღწევად საჭირო რესურსების იდენტიფიცირება. სოციალური მეწარმეებიდან გავიგეთ, რომ განათლება ყველაზე დიდი მოთხოვნაა წარმატების მისაღწევად.

სანამ მთავრობას ან სხვა დაინტერესებულ მხარეს მიმართავენ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, სოციალურმა მეწარმეებმა უნდა წარმოაჩინონ თავი როგორც საინტერესო და პოტენციური ბიზნესად, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს და იქნება მომგებიანი სოციალური და ეკონომიკური ზრდისთვის. ეფექტური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება კი  პირველი ნაბიჯი იქნება ძლიერი და წარმატებული მაგალითების შესაქმნელად.

კულტურული მეწარმეობა ბელორუსში

ნამდვილად ღირს შემოქმედებითი მეწარმეობის კონცეფციის განხილვა ფართო სპექტრით – კრეატიული ეკონომიკისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება ნამდვილად სასარგებლოა.
ადამიანური კაპიტალის მაღალი დონით, ბელორუსს ასევე აქვს დიდი პოტენციალი შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებისათვის, რომელიც დაფუძნებულია ცოდნაზე, ინოვაციებსა და შემოქმედებითობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა ბელორუსში არ გამოყოფს შემოქმედებით ინდუსტრიას, როგორც ეკონომიკის ცალკეულ დარგს, მონაცემები კრეატიული საქონლისა და მომსახურების ბაზრის განვითარების დინამიკის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ საერთაშორისო ანგარიშებში. ამ კუთხით, დღეს შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც.

ეს ნამდვილად არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალება (სამუშაო ადგილების შექმნა, რომელიც მალე ვერ ჩანაცვლდება რობოტებით), ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და არსებული რესურსების ეფექტურ გამოყენებას. ეს კულტურას, ბიზნესსა და ტექნოლოგიას შორის ურთიერთქმედების სფეროა, რაც, რა თქმა უნდა, სტიმულს აძლევს ეკონომიკურ ზრდას.

2020 წლის დასაწყისში, ბელორუსში არსებული კრეატიული მეწარმეობისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის გამორჩეული მაგალითები:

1) „ოქტაბრსკაიას ქუჩა იგივე ბრაზილიის ქუჩა „-  ასევე ცნობილი როგორც „ჰიფსტერთა ქუჩა”  სადაც წარმოდგენილია ქუჩის ხელოვნება ყოფილ ქარხნის კედლებზე, სამუშაო და საგამოფენო სივრცე, საკონცერტო დარბაზი, ბარების დიდი არჩევანი, ალტერნატიული მუსიკა, ღვინო, ვეგანური კაფეები, ასევე კრეატიული ჰაბები და სეზონური ხელოვნების სივრცეები. მათგან ყველაზე ცნობილია: OK16 კულტურული კერა, თანამედროვე ხელოვნების U გალერეა, LO-Fi-ს სივრცე, DVOR, DANDY ლენდი, Hooligan ბარი და HIDE club, ეს არის ადგილები, რომლებსაც ნახავთ თანამედროვე მინსკში, რაც ნამდვილად ზრდის  ქალაქის სახელსა და ტურისტულ პოტენციალს.
2) KORPUS- ის კულტურული ცენტრი (საკონცერტო, საგამოფენო, ღონისძიებების ჩატარებისა და საგანმანათლებლო ადგილი) ასევე ყოფილ სატელევიზიო ქარხანაში მდებაროებს, ახლა კი აქ სხვადასხვა ხელოვანის სახელოსნოებია განთავსებული, შოურუმები დიზაინერებისა და ხელოსნებისთვის, მაღაზიები და სტუდიები – თითოეული მეპატრონე ახორციელებს საკუთარ კრეატიულ იდეას, რითაც ქმნიან სოციალურ მეწარმეობას.
3) ცალკე შეიძლება გავნიხილოთ ისეთი ფესტივალები, როგორიცაა VULICA Brasil, FSP, SPRAVA fest, BOOK kid, პასტერნაკი და ა.შ., რომელთაც აქვთ ყოველწლიური / ბიენალეს ფორმატი და შემოქმედებითად აერთიანებენ გასართობ, საგანმანათლებლო, ეკო ინკლუზიურ სოციალურ მიზნებს .

მნიშვნელოვანი გავლენა / შედეგი ბელორუსის ახალგაზრდა თაობის აზროვნების განვითარების შესახებ, შემოქმედებითი / სოციალური მეწარმეობისკენ არის:
– ქალაქის ცხოვრებაში კულტურული და სოციალური მოვლენების მდიდარი პროგრამა, როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი. საზოგადოების მხრიდან ამგვარი ღონისძიებებზე მოთხოვნა ( რა თქმა უნდა, პანდემიამდე).  ქვეყნის მცირე ქალაქები ვერ დაიკვეხნიან ამგვარი საქმიანობით, სამწუხაროდ ადგილი აქვს ქვეყნის დედაქალაქში ყველა შემოქმედებითი მოღვაწის ცენტრალიზაციას.
– შემოქმედებითი სექტორის გამიჯვნა სახელმწიფო დღის წესრიგიდან, არის მაჩვენებელი იმისა , რომ სახელწიფოს გაცნობიერებული არ აქვს თუ რა გავლენას ახდენს კრეატიული ინდუსტრიები მშპ-ს ზრდაზე, დასაქმებულთა რაოდენობაზე, ხელისუფლების რეპუტაციაზე და ა.შ. ქალაქებისა და თემების განვითარებაზე. საქმე ის გახლავთ, რომ დამოუკიდებელი კულტურული ინსტიტუტი  „არტონისტი“ პანდემიის დროს (იძულებითი კარანტინი და ეკონომიკური კრიზისი) ფინანსურად მხარს უჭერდა და ეხმარებოდა ხელოვნებასა და კულტურას, რადგან არ არსებობს სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის.

თუ შევაჯამებთ ამ მიმოხილვის შედეგებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელორუსში შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების პოტენციალი უდავოდ არსებობს, მაგრამ მრავალი თვალსაზრისით ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ მწარმოებელთა მოტივაციაზეა, არამედ როგორც სოციალურ-ეკონომიკურ ასევე საკანონმდებლო პირობებზე, ინტერსექტორული თანამშრომლობასა და საზოგადოების მზადყოფნაზე  მიიღონ ინოვაციისა და აზროვნების ახალი გზები.

დიდი ბრიტანეთის შემოქმედებითი ინდუსტრიების ექსპერტი ენდრიუ ერსკინი ბელორუსს ურჩევს: გამოიყენოს სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც კრეატიული ინდუსტრიები  ზრდიან სხვა სექტორების მნიშვნელობას. ”თქვენს ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის სექტორი კარგად არის განვითარებული, რატომ არ უნდა მიიზიდოთ პროგრამისტები, დიზაინერები და კრეატიული ინდუსტრიების სხვა წარმომადგენლები ამ ეფექტის გასაზრდელად,” – თქვა მან.