სტაჟირებაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნის წარმომადგენლები: სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ორწლიანი პარტნიორობის პროექტი, ის მოიცავს რამდენიმე აქტივობას, როგორიცაა ტრენინგ კურსი, სემინარი, ადგილობრივი ლაბორატორიები და სტაჟირება.
ევროპის ქვეყნებში სტაჟრების ხანგრძლივობა 16 დღეა. სტაჟირების განმავლობაში, მონაწილეები ნაწილობრივ ჩართულნი იქნებიან მასპინძელი ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავებენ პროექტის სასწავლო ბროშურაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტაჟიორს, გამგზავრებამდე დაევალოს მისთვის განკუთვნილი ინტელექტუალური ბროშურის ნაწილზე მუშაობა.
დიმიტრი სუროვცოვი
ადვიტ მოლდოვას მიმღები კოორდინატორი, სტაჟირებას გადიოდა ბელგიაში, ორგანიზაცია კოდეკში.
ულიანა იაროსი
სტაჟიორი მოლდოვიდან, რომელმაც გაიარა სტაჟირება „ჯეოკლუბში“ პორტუგალიაში.
სალომე ჯიმშელეიშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით, ახალგაზრდული მუშაკი და პროექტის კოორდინატორი საქართველოდან. სტაჟირებას გადიოდა ბელგიაში, ორგანიზაცია „კოდეკში“.
ანა დათიაშვილი
სოციალური მეცნიერებებისა და ინგლისური ენის სტუდენტი. ფლობს მცირე ბიზნესს, პროექტის განმავლობაში იგი სტუმრობდა ორგანიზაცია „პლან ბი“-ს, კვიპროსში.
გარნიკ სარგისიანი
ამჟამად სწავლოს ერევნის სახლმწიფო უნივერისტეტში, არის „იუს მიქსის“პროექტების ფასილიტატორი, სტაჟირებას გადიოდა ორგანიზაცია „ქონექთინგ ევროპაში“, იტალიაში.
არსენ ჰაირიანი
ორგანიზაცია „იუს მიქსის“ პრეზიდენტი, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს ახალგაზრდებს. არსენ ფლობს დოქტორის ხარისხს ეკონომიკაში და სტაჟირებაზე იმყოფებოდა „ასოციაცია ტაბალაში“, ესპანეთში
რეჯინა დონეტსი
მუშაობს მეცნიერების აკადემიაში და შეისწავლის ახალ მცენარეულ ანტიბიოტიკებს, სწავლობს მაგისტრატურაზე, ის არასამთავრობო როგანიზაცია „ფიალტის“ ბორდის წევრი, ასევე ევროპის მოხალისეობრივი სერვისის კოორდინატორი, ორგანიზებას უწევს პოპილარულ სამეცნიერო ლექციებს. სტაჟირება გაიარა „ასოციაცია ტაბალაში“, ესპანეთში.
ირინა ლუკაშენკო
ხელოვნების მენეჯერი თანამედროვე ხელოვნებისა და კრეატიული ინდუსტრიების სფეროში. „არნოტისტის“ თანადამფუძნებელი- კრეატიული ინიციატივების განვითარების ცენტრი, მინსკი, ბელორუსია. ირინას სტაჟირება მიმდინარეობდა კვიპროსში, ორგანიზაცია „ პლან ბი“ში.
კრისტინა კიცულა
არასამთავრობო ორგანიზაცია „პანგეა ულტიმა“-ს წარმომადგენელი, ინგლისური და გერმანული ენების პედაგოგი, დრამატული თეატრის მსახიობი, ევროპის მოხალისეობრივი სერვისის კოორდინატორი და პროექტების მენეჯერი. სტაჟირებას გადიოდა ორგანიზაცია „ქონექთინგ ევროპაში“, იტალიაში
იაროსლავ გარაშჩენკო
„პანგეა ულტიმა“-ს დამფუძნებელი, დაინტერესებულია სასოფლო სამეურნეო თემების განვითარებით და სჯერა რომ არაფორმალურ განათლებას დიდი შესაძლებლობები აქვს ქალაქგარეთ ტერიტორიებზე. გაიარა სტაჟირება „ჯეოკლუბში“ პორტუგალიაში.