ტრენინგი გაიმართა 2019 წლის 7-16 აგვისტოს.
ტრენინგი ორიენტირებული იყო ახალგაზრდული მუშაკების ცოდნის გაღრმავებაზე, კერძოდ კულტურული და კრეატიული მეწარმეობის შესახებ. იგი აერთიანებდა, როგორც თეორიულ ნაწილს, შემოქმედებითი აზროვნებისა და ინოვაციური იდეების შემუშავების შესახებ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, როგორც კრეატიულ/ კულტურულ მეწარმეობაზე ასევე ნაკლებგანვითარებულ ახალგაზრდებთან ურთიერთობაზე. ტრენინგის შედეგად, ახალგაზრდულმა მუშაკებმა მიიღეს საფუძვლიანი ცოდნა თუ როგორ წარუდგინონ ,,კ/კ მ ბა“ ნაკლები შესაძლებლობების მქონე, უმუშევარ ახალგაზრდებს, რომელიც მოგვიანებით დაიხვეწება ევროკავშირის ქვეყნებში კოლეგებთან ერთად სტაჟირებისას.
ტრენინგს ესწრებოდნენ მონაწილეები 10 პარტნიორი ქვეყნიდან(მაქსიმუმ 3 მონაწილე ერთი ორგანიზაციიდან). ქვეყნები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი ორგანიზაციების სახელით:
– ახალგაზრდული ასოციაცია დრონი, საქართველო
– ახალგაზრდული განათლების ცენტრი „ფიალტა“, ბელორუსია
– ,,ადვიტი“ , მოლდოვა
– ,,განვითარების ცენტრი პანგეა ულტიმა“, უკრაინა
– ,პლან ბი“, კვიპროსი
– ,,ჯეოკლუბი“, პორტუგალია
– ,,კოდეკი“, ბელგია
– ,,იუს მიქსი“, სომხეთი
– ,,ქონექთინგ ევროპა“, იტალია
– კულტურული ასოციაცია ტაბალა, ესპანეთი
ყველა მონაწილე იყო შესანიშნავი, ახალგაზრდული მუშაკები პარტნიორი ორგანიზაციებიდან, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ,,კ/კ მ“ -სთან. მონაწილეები იყვნენ 18 წლიდან ზევით და მათ შეეძლოთ გამართული საუბარი და წერა ინგლისურ ენაზე. მნიშვნელოვანი იყო რომ მონაწილეებს შეძლებოდათ მონაწილეობა მიეღოთ პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მათ შორის: ტრენინგი მოლდოვაში, ადგილობრივი ლაბორატორიები, შეჯიბრება, სტაჟირება ევროპის ქვეყნებში, სემინარი ბელგიაში და შეფასება.

ტრენინგ კურსი დაფუძნებული იყო მონაწილეთა და პარტნიორი ორგანიზაციების სპეციფიკურ საჭიროებებზე და იყო საკმაოდ აქტიური. მაგ. მონაწილეთა ჯგუფებმა განიხილეს, როგორც კომპეტენციების გაცვლისა და გადაცემის რესურსი, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ინტერკულტურულ განზომილებას. ფასილიტატორებმა იზრუნეს დამხმარე სასწავლო გარემოს შექმნაზე, სადაც მონაწილეები იღებდნენ საჭირო დახმარებას სხვადასხვა გამოწვევების დასაძლევად, რაც მათ პიროვნულ, პროფესიულ და ორგანიზაციულ განვითარებას უწყობს ხელს. სწავლა მიმდინარეობდა როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე ჯგუფური მუშაობის პირობებში. ტრენინგის განმავლობაში გამოყენებული იქნა მრავალი არაფორმალური განათლების მეთოდები, როგორიცაა წყვილური ინდივიდუალური დისკუსიები, ბრეინსტორმინგი, დებატები, პრეზენტაციები და მრავალი სხვა.

ტრენინგს უძღვებოდნენ პროფესიონალი ტრენერები და ორგანიზატორები:
ოლესია სოლპან -ფორტუნა (ტრენერი)
ოლესიას წამყვანი როლი აქვს დამწყები ბიზნესის განათლებაში მოლდოვაში, როგორც „გენ“ მოლდოვას პრეზიდენტს (გლობალური მეწარმეობის ქსელი). იგი მონაწილეობდა როგორც სპიკერი, მრჩეველი, ჯგუფის მწვრთნელი, ექსპერიმენტული ტრენერი ბიზნესში, რომელიც ორიენტირებულია ბიზნესის განვითარებაზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ დონეზე. მისი ინტერესები მეწარმეებს ეხმარება, ხელი შეუწყოს ეროვნული და საერთაშორისო ბიზნესის შექმნას, წამოწყებას, განვითარებას, განსაკუთრებით შემოქმედებით ინდუსტრიებსა და მდგრადი ბიზნეს მოდელების შექმნას.
ტუდორ არნაუტი (ტრენერი)
ტუდორი მუშაობს როგორც ჟურნალისტი, თვითდასაქმებული ტრენერი. ერასმუს პლიუსი გახდა მისი ყოველდღიური ცხოვრების ინსპირაციის წყარო. „მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთან კომუნიკაცია არის საუკეთესო რამ, რაც ოდესმე მომხდარა ჩემს ცხოვრებაში“
ნატალია რულოვსი (პროექტის მენეჯერი)
ნატალია ახალგაზრდულ სფეროში და ახალგაზრდობის არაფორმალურ საქმიანობაში 2004 წლიდან არის ჩართული. მას აქვს დიდი გამოცდილება ევროკავშირის პროგრამების დაგეგმვაში (მათ შორისაა Erasmus +, EYF, EuropeAids, Horizon 2020) ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ევროპული პროექტების დაგეგმვაში და მენეჯმენტში. 2016 წლიდან ნატაშა არის JINT vzw (ფლამანდიური ეროვნუი სააგენტო ბელგია) ტრენერების გაერთიანების წევრი და მართავს ტრენინგებს ფლანდერაში, ბელგია
ტრენინგ კურსი ორიენტირებული იყო მეწარმეობის შესახებ ზოგადი ცოდნის მიღებაზე, სამეწარმეო განათლების გარშემო ელემენტარულ საფუძვლებზე: განსხვავებები მეწარმეობის სხვადასხვა ტიპებს შორის; ვინ არის მეწარმე; მეწარმეების მარცხის გავრცელებული მიზეზები. ჯგუფმა შეისწავლა ეროვნული დონეზე არსებული რესურსების ტიპი, რათა სამომავლოდ დაეხმაროს შემოქმედებით მეწარმეებს იდეების შემუშავებაში.
იმისათვის, რომ გაერკვიათ ინფორმაცია სხვადასხვა დამხმარე მეწარმეების შესახებ, მონაწილეებმა გამოავლინეს დაინტერესებული ჯგუფები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივ დონეზე ბიზნეს იდეის განვითარებაში და ეხმარებიან მათ იქცნენ დიდი მომავლის მქონე კომპანიებად. მოახდინეს იდენტიფიცირება, სხვადასხვა ეტაპზე რა როლს ასრულებს თითოეული დაინტერესებული მხარე და რა არის მათი წვლილი, აგრეთვე სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ურთიერთკავშირი, ეკოსისტემური ცნებები და როგორ შეიძლება საზოგადოების მიერ წამოწყებულმა იდეამ ჩამოაყალიბოს ისინი.
პროექტის დაწყებამდე მონაწილეებმა მიიღეს საშინაო დავალებები. მათ მოამზადეს პრეზენტაციები ადგილობრივი ეროვნული მემკვიდრეობისა და მომავალი ბიზნეს პროექტებში მათი გამოყენების გზების შესახებ. მათ ასევე უნდა მოეხდინათ იდენტიფიცირება შესაბამისი ჰაბების, ცენტრების, უნივერსიტეტების, რაც მათ ბიზნესის კულტურული ან სოციალური პროექტების წამოწყებაში დაეხმარებათ. მონაწილე ათმა ქვეყანამ წარადგინა თავისი პრეზენტაცია.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ ZIP House- ის ექსელენს ცენტრი მოდის მიმართულებით და გაესაუბრნენ ZIP House– ის დირექტორს, მოვალეობის შემსრულებლებს, Creative Business Cup– ის 2014 და 2019 წლების გამარჯვებულ მეწარმეებს. ასევე, ჯგუფის ზოგიერთი წევრი ეწვია არტკორს, სადაც წარმომადგენელმა გააცნო, თუ რას გეგმავს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრი მიმდინარე და მომდევნო წლებისთვის.
გამომდინარე იქედან, რომ პროექტში მონაწილეობას იღებდა 10 ქვეყანა, ყველა გუნდმა მოამზადა პრეზენტაცია მათი ქვეყნის კულტურის, ადგილობრივი სასმელებისა და საკვების შესახებ, ასევე დაარიგეს სუვენირები.
