კრის გილებაუ: 100 დოლარიანი სტარტაპი: გამოიგონე ცხოვრების ახალი გზა, აკეთე ის, რაც გიყვარს და შექმენი ახალი მომავალი, 2012
ავტორი გიჩვენებთ, თუ როგორ უნდა იცხოვროთ თავგადასავლებით, მნიშვნელობისა და დანიშნულებისამებრ – და მიიღოთ კარგი ცხოვრება. ეს არის ადვილად გამოსაყენებელი სახელმძღვანელო, სადაც არის ყველაზე ფასეული გაკვეთილები იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ისწავლეს, თუ როგორ მიეყვანათ თავიანთი საქმიანობა სრულყოფილებამდე. ყოველივე ეს ემსახურება თქვენი ექსპერტიზის გადაკვეთის წერტილის პოვნას- მიუხედავად იმისა, აღიარებთ თუ არა მას – და რა თანხას გადაიხდის ხალხი ამაში. თქვენ არ გჭირდებათ MBA, ბიზნეს გეგმა ან თუნდაც თანამშრომლები. ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ არის ის პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც გამომდინარეობს თქვენი ინტერესის სფეროდან, ადამიანები ვინც ამაში ფულის გადახდას მოისურვებენ და გზა, რომელიც ფინანსურად უზრუნველგყოფთ.
ფასერ დოერთი MBE, 48 საათიანი ბიზნეს გეგმა: იდეიდან ბიზნესის გაშვებამდე ერთ შაბათ-კვირას, 2017
ეს არის თქვენთვის აუცილებელი წიგნი როდესაც იწყებთ ბიზნესს, რადგან აქ თავმოყრილია რჩევები რომელიც სჭიროა გაითვალისწინოთ ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებისას და ეს ასევე დაგეხმარებათ, სწრაფად გახვიდეთ ბაზარზე. თითქიმს ყველა ოცნებობს ბიზნესის წამოწყებაზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე აკეთებს ამას. რა მოხდებოდა თუ ეს მხოლოდ ერთი შაბათ-კვირის საქმე იქნებოდა და ბევრ დროსაც არ წაიღებდა?
გარი ვაინერჩუკი, დარტყმა, დარტყმა, დარტყმა სწორი სატყუარა: როგორ მოვყვეთ ისტორია ხმაურიან სოციალურ სამყაროში, 2013
თუ სოციალურ მედიასთან ვერ მეგობრობთ და გსურთ ისწავლოთ მისი ეფექტურად გამოყენება თქვენი ბიზნესის ბაზარზე, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა. გარი ვაინერჩუკი არის სოციალური მედიის როკვარსკვლავი, მისი ენერგიული წერის სტილი წიგნში : დარტყმა, დარტყმა, დარტყმა: სწორი სატყურა“ არის ზუსტად ის, რაც საჭიროა როდესაც ვსაუბრობთ ამ მნიშვნელოვან თემაზე. ეს დარტყმები შეიძლება იყოს ისეთი უმნიშვნელო ქმედებები, რაც უბიძგებს თქვენს მომხმარებელს გაიღიმოს, ითამაშოს, იგრძნოს თავი დაფასებულად ან გაუჩინარდეს. სწორი სატყუარა არის ის, რაც თქვენს ბიზნესს წარმატებულად აქცევს. წიგნი დეტალურად განიხილავს ოთხმოცზე მეტ სხვადასხვა სტრატეგიას ფეისბუქზე, ტვიტერზე, ინსტაგრამზე და პინტრესტზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მმართველობაში. მიჰყევით გარის ნაბიჯებს და გადაიყვანეთ თქვენი სოციალური მედია შემდეგ დონეზე, გაზარდეთ თქვენი გამომწერთა რიცხვი 50 ათასამდე, ან ისწავლეთ როგორ გაზარდოთ თქვენი ბლოგის მკითხველთა რიცხვი პინტერესტის გამოყენებით.
ჯოელ გეიმანი, ჟან- ფრანკო სუბლიერი, კულტურული მეწარმეობა: აქციეთ კულტურა კულტურულ შემოსავლად, 2016
ეს არის სამი პერსპექტიული კულტურული მეწარმეობის აღწერა, რომელიც დაფუძნებულია სოციოლოგიაზე, ფოკუსირდება კულტურის შექმნაზე, ან იმ პროცესზე თუ როგორ იქმნება კულტურული ორგანიზაციები და პოპულარული კულტურული პროდუქტები. სტრატეგიულ მენეჯმენტსა და ორგანიზაციულ თეორიაზე, რომელიც იყენებს კულტურას, როგორც გზამკვლევს რისკების შესასწავლას. ავტორი იშველიებს დაფინანსებას, როგორც მესამე ტალღის აუცილებლობას, რომელიც აძლიერებს კულტურის გამოყენებას, როგორც პროცესს რომელიც ქმნის ღირებულებას სხვადსხვა მასალებზე დაყრდნობით. ისინი სპეკულირებენ ორი საკითხით: კულტურული მეწარმეობის წარმოება და მეწარმეობის კულტი.
მაიკლ ლუნსბერი, მერი ენ გლინი, კულტურული მეწარმეობა, 2019
ეს ელემენტი უზრუნველყოფს კულტურული მეწარმეობის სტიპენდიის მიმოხილვას და ცდილობს საფუძველი ჩაუყაროს ფართო და უფრო ინტეგრაციული კვლევის დღის წესრიგს ორგანიზაციის თეორიისა და მეწარმეობის ინტერფეისში. მისი სამეცნიერო დღის წესრიგი მოიცავს ფენომენთა სპექტრს, ახალი საწარმოების ლეგიტიმაციიდან, ახალი ან ალტერნატიული ორგანიზაციული ან კოლექტიური იდენტობების მშენებლობიდან და, კიდევ უფრო მეტ მცირე დონეებს, ახალი სამეწარმეო შესაძლებლობებისა და ბაზრის კატეგორიების გაჩენამდე. მაიკლ ლუნსბერი და მერი ენ გლინი წარმოგვიდგენენ ნოველურ თეორიულ არგუმენტებს და განიხილავენ მეწარმეობის ძირითადი კვლევის შედეგებს, აქცენტს აკეთებენ სამეწარმეო პროცესებისა და შესაძლებლობების შესწავლაზე.
პიტერ თეილი და ბლეიქ მასტერსი, ნულიდან ერთამდე: ჩანაწერები სტარტაპებზე, ან როგორ ავაშენოთ მომავალი, 2014
ჩვენი დროის უდიდესი საიდუმლო ის არის, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოყოფილი საზღვრები, რომ შეისწავლონ და შექმნან ახალი გამოგონებები. წიგნში “ნულიდან ერთამდე” ლეგენდარული მეწარმე და ინვესტორი პიტერ თიელი გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია მოვიძიოთ გზები ახალი ნივთების შესაქმნელად.
სეთ გოდინი, ტომები: ჩვენ გვჭირდება რომ გვიხელმძღვანელოთ, 2008
როგორც მეწარმეებმა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ როგორ ვიყოთ ლიდერები. ეს იმიტომ ხდება, რომ არცერთი ადამიანი არ არის კუნძული საკუთარი თავისთვის და არცერთი ბიზნესი არ ხორციელდება წარმატებულად მარტო. თქვენ უნდა შექმნათ ერთგული მხარდამჭერების ტომი. თქვენ დაგჭირდებათ სხვების შთაგონების უნარი, რომ სტიმული მისცეთ სხვებს, მათ შორის თანამშრომელბს და სხვა ადამიანებს თუ გსურთ რომ თქვენმა ბიზნესმა წარმატებას მიაღწიოს. ტომური ცხოვრება სავსეა მაგალითებით, თუ როგორ არის დამოკიდებული ლიდერობა თქვენს შესაძლებლობაზე შთგონება გაუღვიძოთ სხვებს. პირველი ნაბიჯი? გადაიყვანეთ გონება პასიურიდან აქტიურ ფაზაში. თქვენ იმისთვის ხართ, რომ ცვლილებები მოახდინოთ და არა იმისთვის, ელოდოთ როდის მოხდება ეს თავისით. სეთ გოდინი არ გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებასა და სხვადასხვა ხრიკებს, არ გასწავლით იმას თუ როგორ დაიჭიროთ შესაძლებლობა, ყოვეივე ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებუილ.
შეინ სნოუ, მოკლე გზა: გვერდითი აზროვნების გარღვევის ძალა, 2016
ეს წიგნი შესანიშნავ საქმეს ასრულებს წარმოუდგენლად წარმატებული ადამიანებისა და კომპანიების ცხოვრების ანალიზში, რომლებმაც გასაოცარი რამ გააკეთეს დროის მოკლე მონაკვეთში. შეინ სნოუ ცხადყოფს, თუ რა არის “მოკლე გზა” და ამისთვის იყენებს გაკვეთილებს როგორც ძველი ისტორიიდან, ასევე ახლო წარსულიდან. შეიტყვეთ, რა ხრიკები და სტრატეგიებია საუკეთესო საშუალებები წარმატების მისაღწევად. ეს გაკვეთილები ამსხვრევენ მითებს წარმატების შესახებ, გაჩვენებენ თუ როგორ შეგიძლია წარმატებას მიაღწიო ჭკვიანური ნაბიჯებით და არა დაუღალავი შრომით.
სტივენ პრესფილდი, ხელოვნების ომი: გაარღვიეთ წინაღობები და მოიგეთ შინაგანი შემოქმედებითი ბრძოლები, 2012
ხელოვნების ომი არის წიგნი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, ვინც შემოქმედებით საქმიანობას ეწევა და ფლობს ბიზნესს. წიგნის მიზანია, დაგეხმაროთ იმ შიდა კონფლიქტების დაძლევაში, რაც შემოწმედებითმა ხალხმა კარგად იცის. ეს წინააღმდეგობა თავისთავად ვითარდება, ანელებს და ხელს უშლის ჩვენს რეალურ შემოქმედებით შესაძლებლობებს, მაგალითად, ომი, რომელიც ხდება ჩვენს თავებში. თუ თქვენი ბიზნესი ან კარიერა გულისხმობს ინოვაციას, სისწრაფეს ან შემოქმედებით პროცესს, თქვენ უნდა მოემზადოთ ამ შიდა ომისთვის, გაეცნოთ ომის ხელოვნებას და გამოხვიდეთ გამარჯვებული.