პარტნიორები

პროექტი შეიქმნა შემდეგი პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი თანამშრომლობით:

“ადვიტ” – მოლოდვა
www.voluntariat.md
https://www.facebook.com/ADVITMoldova

„ადვიტ“ მოლდოვა არის ICYE ფედერაციის ეროვნული კომიტეტის წევრი ორგანიზაცია. იგი არის SALTO EECA ოფიციალური წარმომადგენელი ორგანიზაცია და მოხალისეთა შეხვედრების კოორდინატორი მოლდოვაში.
ეს არის განვითარების, მოხალისეობრივი სერვისისა და ახალგაზრდებისთვის სასარგებლო ინფორმაციის გამავრცელებელი ასოციაცია. „ადვიტი“ არის  არაპოლიტიკური, არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ახალგაზრდების მიერ და ახალგაზრდებისთვის, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ასევე მოლდოველი ახალგაზრდებისთვის.

მისი ძირითადი საქმიანობაა:
– ხელი შეუწყოს დიალოგს და კონტაქტს  მსოფლიოს ახალგაზრდებში;
– შექმნას ხელსაყრელი პირობები სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობისთვის;
– ხელი შეუწყოს მოხალისეობრივი სულისკვეთების განვითარებას ახალგაზრდებში;
– უზრუნველყოს ინფორმაციის გავრცელება და ახალგაზრდების განათლება ევროპის მიმდინარე ასპექტების შესაბამისად;
– ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინფორმირებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, კულტურა და სოციალური აქტივობები.

 „ადვიტ“ მოლდოვას აქვს დიდი გამოცდილება ევროპის მოხალისეობრივი სერვისისა და სხვა მოხალისეობრივი სერვისების სფეროში. 2004 წლიდან, ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოხალისეებთან. ,,ადვიტ“ მოლდოვა არის ყველაზე დიდი ევროპის მოხალისეობრივი სერვისის საკონტაქტო ორგანიზაცია მთელ მოლდოვაში, სწორედ ისაა გამგზავნი და მასპინძელი ორგანიზაცია, მისი  გამოცდილება კი დიდი და მრავლისმომცველია.





ახალგაზრდული ასოციაცია დრონი – საქართველო
www.DRONIweb.org
https://www.facebook.com/droniorg/

ახალგაზრდული ასოციაცია დრონი არის არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს თანამედროვე, ჯანმრთელი, განათლებული და სრულყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამ ამოცანის შესასრულებლად ასოციაცია ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს და ხელს უწყობს ახალგაზრდებს განვითარებაში.
დრონი დაარსდა 2003 წელს (განაახლა რეგისტრაცია 17.12.2010 წელს) და იგი ძირითადად მუშაობს განათლების სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან (ბავშვები, ახალგაზრდები, სტუდენტები, მასწავლებლები, ლტოლვილები). ორგანიზაცია თავისი საქმიანობით  ძირითადად ფოკუსირდება კავკასიის რეგიონზე და თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ორგანიზაცია ახორციელებს საქმიანობას შემდეგი მიმართულებით:
– ადამიანის უფლებების სწავლება და გენდერული საკითხები;
– ახალგაზრდების მონაწილეობა და აქტიური მოქალაქეობა;
– მედიაწიგნიერება და კომუნიკაცია;
-კონფლიქტების პრევენცია და მშვიდობის დამყარება;

დრონი აქტიურად არის ჩართული Youth In Action Erasmus + პროგრამაში და მისი რამდენიმე პროექტი განიხილებოდა, როგორც საუკეთესო მაგალითი. დრონი აქტიურად არის  ჩართული  ახალგაზრდულ სფეროში და არის პირველი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მოხალისეობას, არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდების მონაწილეობას და აქტიურ მოქალაქეობას, სხვადასხვა სექტორთა თანამშრომლობას. მისი არსებობის დღიდან ორგანიზაციამ განახორციელა მრავალი ინოვაციური საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი პროექტი.





“კოდეკი” – ბელგია
www.codecvzw.eu
https://www.facebook.com/codec/

,,კოდეკი“ არის  ევროპული თანამშრომლობის, განვითარებისა და კომუნიკაციის ასოციაცია.  ორგანიზაციის მისიაა ხელი შეუწყოს ევროპული პოლიტიკისა და ფასეულობების გავრცელებას, რაც გააუმჯობესებს ადამიანთა ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას მთელს მსოფლიოში. ,, კოდეკში’’ თქვენ შეხვდებით დიზაინერებს, პროექტის მენეჯერებს, მასობრივი კომუნიკაციის მცოდნეებს, განათლების სპეციალისტებსა და ტექნოლოგიისა და სოციალური მედიის ექსპერტებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ორგანიზაციის მოთხოვნილებებზე რეაგირება და დახმარება არსებული წინააღმდეგობების დაძლევაში.
მონაწილეობა წარმოადგენს მათი მეთოდოლოგიის საფუძველს და მნიშვნელოვანია მათ შემოქმედებაში. კოდეკის პროექტებსა და კამპანიებში ყველა ასაკის ადამიანი მონაწილეობს. ისინი იღებენ იდეას, უზიარებენ მას საზოგადოებას და აძლევენ მათ შესაძლებლობას, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ორგანიზაციის საქმიანობა ემყარება შემდეგ პრინციპს: უბიძგოს საზოგადოებას განსაზღვროს მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა, შეისწავლოს საკითხი, განსაზღვროს შესაძლო გადაწყვეტილებები და მხოლოდ შემდეგ მიიღოს ზომები პრობლემის გადასაჭრელად და ცვლილებების განსახორციელებლად.

ძირითადი გუნდის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა ეროვნების სპეციალიზირებული და მრავალფეროვანი პერსონალი. ყოველ დღე, ისინი საზოგადოებას უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, მრავალფეროვან კულტურულ შეხედულებებს და ინაწილებენ ერთობლივი ვალდებულებას სოციალური ცვლილებებთან დაკავშირებით. პარტნიორებისა და თანამშრომლების გლობალური ქსელი იზიარებს საზოგადოების მონაწილეობის მეთოდოლოგიას და საშუალებას, შესაძლებელს ხდის პროექტების განვითარებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.





“იუს მიქსი” – სომხეთი
www.youthmix.am
https://www.facebook.com/YouthMixNGO/

“იუს მიქსი” არის არასამთავრობო, არაკომერციული ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2013 წელს და ოფიციალურად 2016 წელს დარეგისტრირდა ახალგაზრდა ენთუზიასტების ჯგუფის მიერ, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი ძალისხმევა საერთო მიზნების ირგვლივ გაეერთიანებინათ. მათი მუშაობა დაფუძნებულია არაფორმალურ მეთოდოლოგიაზე, იგი შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრიორიტეტებს და  ცდილობენ, რომ ამ  გზით ახალგაზრდების პრობლემები მოგვარდეს სხვადასხვა სფეროებში.
ორგანიზაციის ოპერაციებისა და მენეჯმენტის ნებისმიერი საკითხის საბოლოო გადაწყვეტის უფლება ეკუთვნის ორგანიზაციის უზენაეს ორგანოს, გენერალურ ასამბლეას, რომელსაც იწვევენ ორ წელიწადში ერთხელ და ამჟამად შედგება 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან.
მისია: საზოგადოების გაუმჯობესება ახალგაზრდების აღზრდის, შთაგონებისა და მობილიზების საშუალებით და რეალურ ცვლილებების შექმნა მოხალისეობის, არაფორმალური განათლებისა და აქტიური მოქალაქეობის გზით.
ხედვა: მომავლის ფორმირება ახალგაზრდების სრულყოფის, წინსვლისა და გამოყენების გზით.

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები:
– ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის ღირებულებების, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების ღირებულებების გაზიარება .
– ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება, ისეთი ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების უმუშევრობის დონის შემცირებას და ამ მიზნის მიღწევის ინოვაციური მიდგომების შემუშავებას.
– სოციალურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობისა და  ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
– ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის განვითარება სომხეთსა და მის ფარგლებს გარეთ, საერთო პრობლემების მოგვარების, პრაქტიკის გაზიარებისა და გლობალური ქმედებების განხორციელების მიზნით.
– კულტურათაშორის სწავლის პროცესსა და კულტურულ დიალოგში წვლილის შეტანა
– არაფორმალური განათლების შემუშავება და მეთოდოლოგიის ხელშეწყობა.
– გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და  ახალგაზრდებში აქტიური ცხოვრების სტილის სტიმულირების ხელშეწყობა.
– ინფორმაციის გავრცელება მიმდინარე და მომავალი ახალგაზრდული ღონისძიებების, პროექტების, სემინარების, ტრენინგის კურსების და ა.შ. შესახებ, ახალგაზრდებში ცნობიერების გასაზრდელად და მონაწილეობის დონის ასაწევად.
მოკლედ რომ ვთქვათ, ორგანიზაციის ყველა აქტივობა შექმნილია ახალგაზრდებისთვის.





“განვითარების ცენტრი პანგეა ულტიმა” – უკრაინია
www.pangeya.com.ua
https://www.facebook.com/pangeyaultima/

,,განვითარების ცენტრი პანგეა ულტიმა’’ არის უკრაინული არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია (დაარსებული 2012), რომელიც შედგება ახალგაზრდებისგან, ახალგაზრდული მუშაკებისა და მესამე სექტორის ექსპერტებისგან. მისია: კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, ადამიანთა პიროვნული განვითარებისა და ემანსიპაციის შესაძლებლობების შექმნა, თემების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამები მოიცავს მრავალფეროვან თემებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია- აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია, ადამიანების თვითგანვითარება და საზოგადოების განვითარება, მედია და კომუნიკაცია, ხელოვნება და კულტურა, მეწარმეობის სტიმულირება (განსაკუთრებით კი სოციალური მეწარმეობის ფორმები), გარემოს დაცვა , ტურიზმის განვითარება და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ხშირად ემყარება არაფორმალურ განათლებას და მობილობის საერთაშორისო პროგრამების გამოყენებას. ამით ორგანიზაცია აგრძელებს თავის ფუნდამენტურ მისიას – კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას. ეს ასახულია ორგანიზაციის სახელწოდების კონცეფციაშიც. არასამთავრობო ორგანიზაცია უზრუნველყოფს კულტურათაშორის სწავლებას და ხელს უწყობს სამიზნე ჯგუფების  საერთაშორისო ასპარეზმე გამოჩენას, განსაკუთრებით,  ევროპული ცნობიერების ამაღლებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, როგორც ადგილობრივ ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე. აქვს საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. „პანგეა ულტიმა“ ფუნქციონირებს როგორც არაფორმალური განათლებისა და თვითგანვითარების ცენტრი. მისი წევრები ცდილობენ საკუთარ თავში არსებული ფარული შესაძლებლობების აღმოჩენას, და ცდილობენ ყოველივე ეს მოახმარონ ადგილობრივი საზოგადოების დემოკრატიზაციას. არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობს მრავალ სხვადასხვა ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, საერთაშორისო ორგანიზიასთან, საჯარო ორგანოსთან და ბიზნესთან.





ახალგაზრდული განათლების ცენტრი „ფიალტა“ – ბელორუსია
www. fialta.org
https://www.facebook.com/youthcenterfialta/

ახალგაზრდული განათლების ცენტრი “ფიალტა” დაარსდა 1995 წლის 17 თებერვალს. ფიალტას მისიაა დაეხმაროს მათ, ვინც უკავშირდება ორგანიზაციას, რათა შეცვალონ საკუთარი ცხოვრების წესი და შეიმუშაონ აზროვნების თავისუფალი და მოქნილი გზა. ფიალტას ძირითადი საქმიანობაა სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება ახალგაზრდებისთვის, რაც ხელს უწყობს ცოდნისა და უნარების განვითარებას, აქტიურ მონაწილეობას და ახალგაზრდების ჩართვას საზოგადოების პრობლემების მოგვარების პროცესში.

,,ფიალტას’’  პროექტები ეხმიანება ახალგაზრდებს (14-30 წლის), ახალგაზრდულ მუშაკებს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალისტებს. ორგანიზაცია 2003 წლიდან თანამშრომლობს Youth in Action/Erasmus+ პროგრამასთან,  მონაწილეობას იღებს ახალგაზრდული გაცვლების ორგანიზებასა და მასპინძლობაში ,პროგრამის ფარგლებში ასევე იღებს და გზავნის მოხალისეებს. ფიალტას წევრები არიან ახალგაზრდული ლიდერები, ტრენერები, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს ახალგაზრდებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ორგანიზაცია არის Youth in Action/Erasmus+  ევროკავშირის პროგრამის საერთაშორისო ქსელის ”SALTOEECA” – ის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების უზრუნველყოფას.





,,ჯეოკლუბი“ – პორტუგალია
www.geoclube.eu
https://www.facebook.com/geoclube.associacaojuvenil/

Geoclube არის ახალგაზრდული ასოციაცია, რომელიც დაარსდა 2000 წელს,  ქალაქ  გონდომარის საშუალო სკოლის  მასწავლებლებისა და სტუდენტების ჯგუფის მიერ.
ასოციაციის მთავარი მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობის ხელშეწყობა განათლებისა და სამომავლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უფრო მეტიც,  ორგანიზაცია ცდილობს მისცეს საშუალება ახალგაზრდებს იყვნენ აქტიურები, მონაწილეობა მიიღონ ისეთ პროცესებში, რაც აუცილებლად აისახება მათ მომავალზე.  მაგალითად: განათლება, პოლიტიკა, ეკონომიკა, დემოკრატია, სოციალური პრობლემები, დასაქმებისა და გარემოსთან დაკავშირებული საკითხები.
ასოციაციას აქვს ორი ოფისი: ერთი გონდომარის მუნიციპალიტეტის მოხალისეთა სახლში, მეორე კი განლაგებულია Uniao de Freguesias de Gondomar,Valbom e Jovim-სადაც ისინი ზრუნავენ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნაზე.

„ჯეოკლუბის“  მთავარი სამიზნე ჯგუფი არის   ახალგაზრდები 12-დან  35 წლამდე და ასევე ყველა საგანმანათლებლო საზოგადოება, რომელიც ჩართულია განათლების სისტემაში: მშობლები, მასწავლებლები, მრჩევლები, სოციალური მუშაკები და სხვა. უფრო ეფექტური მუშაობისთვის, მათ დაამყარეს პარტნიორობა ადგილობრივ კერძო და საჯარო დაწესებულებებთან, გონდომარის ადგილობრივი თემიდან.
ადგილობრივი პარტნიორობით, ასოციაცია აპირებს გააფართოვოს  მოქმედების არეალი, შეიმუშაოს ინტეგრირებული მიდგომები ყველა ინსტიტუტისა და საზოგადოების მმიმართ, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ახალგაზრდა ადამიანების აქტიურ მონაწილეობას და ჩართვას. ეს პროცესი გაზრდის  მოტივაციას ახალგაზრდებსა და მოზრდილებში, წარმოშობს პოზიტიურ მოლოდინს, რაც უზრუნველყოფს მათ თვითდაჯერებულობას უკეთესი მომავლისა და პროფესიული შესაძლებლობების მისაღწევად.





კულტურული ასოციაცია ტაბალა – ესპანეთი
www.vopool.net/associacio-cultural-tabala/
https://www.facebook.com/Associaciotabala/

,,TABALA“ არის ესპანური არაკომერციული კულტურული ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა პირებსა და ორგანიზაციებს შორის გრძელვადიანი კავშირების შექმნას.  არასამთავრობო ორგანიზაცია ხელს უწყობს მოხალისეობრივი კულტურის განვითარებისა და ინკლუზიის ცნებებს. აგრეთვე, ხელს უწყობს სოლიდარობასა და ტოლერანტობას, რათა წინ წავიდეს  სხვადასხვა ქვეყნებს შორის სოციალური გაერთიანებისა და თანამშრომლობის პროცესები.
ინსტიტუტი ფოკუსირდება ინდივიდუალური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებაზე, სასწავლო პროგრამების, კონფერენციების, სემინარების ჩატარების გზით. აგრეთვე რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რაც უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარების პროცესს. მათი მიზანია ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდა, დამოუკიდებელი აზროვნების, სოციალური ტოლერანტობის, კონფლიქტების მართვის, თავისუფალი დიალოგისა და ლიდერობის გაძლიერების გზით.

კულტურული ასოციაციის სამიზნე ჯგუფები არიან ახალგაზრდა უმუშევრები და ზრდასრული ადამიანები ესპანეთიდან. 20-დან 35 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე ესპანეთში თითქმის 60% -მდეა. მოტივაციის ნაკლებობა დღესდღეობით სერიოზული პრობლემაა. მაშინაც კი, როცა შრომითი ბაზარი მათ აძლევს დასაქმების სხვადახვა შესაძლებლობებს. მათსა და / ან სხვადასხვა კულტურას შორის გამოცდილების გაზიარებას, სხვადასხვა თვალსაზრისით, შეიძლება მოკლევადიანი შედეგი მოჰყვეს.
ასოციაციის ზოგიერთი თანამშრომელი არის ემიგრანტი ან მიგრაციიდან დაბრუნებული. ესპანეთში 4.5 მილიონზე მეტი მიგრანტი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის 10% -ს შეადგენს. ესპანეთში ჩასული უკანონო ემიგრანტების რიცხვი 68 პროცენტით გაიზარდა. მიგრანტებსა და მასპინძლებს შორის შეინიშნება კულტურათა დაპირისპირება, ამიტომ ტაბალას საქმიანობა გარკვეულწილად ეხმარება ამ კულტურული შოკის გამოსწორებას და ხელს უწყობს სოციალურ მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე ამ პრობლემის უკეთ მოგვარებაში.





,,პლან ბი“- კვიპროსი
www.planbe-ngo.com
https://www.facebook.com/PlanBeNGO/

,,PlanBe“ – არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს ნიქოზიაში, კვიპროსში, მას ხელმძღვანელობს ახალგაზრდულ მუშაკთა გუნდი, პროექტის მენეჯერები და მოხალისეები. ”PlanBe” – ს ერთ – ერთი მთავარი მიზანია პოზიტიური საზოგადოებრივი ცვლილებების შეტანა ახალგაზრდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის, კულტურათაშორისი და თაობათაშორისი დიალოგის გზით. ამ ორგანიზაციის მისიაა შეიმუშაოს და ხელი შეუწყოს არაფორმალური განათლების გამოყენებას, ხელი შეუწყოს მეწარმეობას, გაზარდოს შემოქმედებითობა, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებას და ახალგაზრდებში სოლიდარობისა და ტოლერანტობის გაღვივებას. მთავარი მიზანი კვიპროსის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაახლოება ტრადიციებთან, მათ შორის კუნძულის ტრადიციულ სამუშაოებსა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ორგანიზაცია ცდილობს ამოავსოს თაობათაშორის გაჩენილი უფსკრული. პლან ბი შეიქმნა იმისთვის , რომ ხელი შეუწყოს კვიპროსელ ახალგაზრდებს, არფორმალური განათლების მიმართულებით. ადგილობრივ და ევროპელ მოხალისეებთან ერთად, ,,პლან ბი“ ქმნის ძლიერ საფუძველს, რომ ახალგაზრდებმა მიაღწიონ თავიანთ მიზანს, შეიძინონ ახალი უნარები, გაეცნონ თავიანთ კულტურასა და კულტურულ მემკვიდრეობას და ხელი შეუწყონ მობილობას. ორგანიზაცია მუშაობს ახალგაზრდებისთვის -ახალგაზრდებთან ერთად. ხელს უწყობს მათ მონაწილეობას კვიპროსის სამოქალაქო სივრცეში,რათა შეძლონ ხელი შეუწყონ თავისუფალ დროს ინოვაციურ საქმიანობას, მათი შემოქმედების სტიმულირებას და სხვადასხვა უნარების განვითარებას. არასამთავრობო ორგანიზაცია მხარს უჭერს ახალგაზრდებს გამოიყენონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ გაერთიანებული ევროპის კონცეფციაში, რათა ხელი შეუწყონ ევროპული თანამშრომლობის განვითარებას.





,,ქონექთინგ ევროპა“ – იტალია
www.connectingeurope.altervista.org
https://www.facebook.com/connectingeurope/

“Connecting Europe” არის არაკომერციული ასოციაცია, რომელიც დაფუძნდა 2011 წელს და თავდაპირველად დაერქვა “Work in Progress”, მდებარეობს გირფალკოში, პატარა სოფელში, სამხრეთ იტალიის, კალაბრიის რეგიონის გულში.
დაარსების დღიდან ორგანიზაციამ შექმნა შესაძლებლობების ქსელი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის, დაწესებულებებისა და ჯგუფებისთვის, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, რომელთაგან 20 – ზე მეტი ერთეულია თავმოყრილი კატანზაროს პროვინციაში.

ორგანიზაცია თავს ვალდებულად მიიჩნევს ხელი შეუწყოს კულტურული ღონისძიებების, მუსიკალური კონკურსების, საგანმანათლებლო კონფერენციების, ცნობიერების ამაღლების კამპანიების, წიგნების გამოშვების, შეხვედრებისა და ტრენინგის კურსების ჩატარებას მულტიკულტურულ და მულტიდისციპლინარულ პროექტებში. ასეთი ღონისძიებები მიმართულია  სტუდენტებისკენ სკოლებსა და უნივერსიტეტებში. მრავალფეროვან ღონისძიებებთან ერთად მოიცავს  სპორტის, ხელოვნების, კინოსა და თეატრის სფეროებს.
„Connecting Europe“-ს ინტერესის საგნს ყოველთვის წარმოადგენდა უმცირესობათა უფლებების დაცვა და მეთვალყურეობა, მაგალითად, მიგრანტები, ლგბტ საზოგადოება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ადამიანები ვისი დისკრიმინაციაც მისი რელიგიური შეხედულებების, ეთნიკურობისა და სოციალური და ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით ხორციელდება . 2018 წლის ივლისში მათი ხელმძღვანელობით  მოეწყო ახალგაზრდული გაცვლა, რომლის მიზანი იყო მიგრანტების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება და მათი ჩართვა ადგილობრივ საქმიანობაში.
როგორც ორგანიზაცია, ის მუშაობს მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების საჭიროებების და ინტერესების გარშემო ღონისძიებების ორგანიზებაზე, სწავლის ფორმალური და არაფორმალური მეთოდების გამოყენებით. გარდა ამისა, თითოეული პროექტი მიზნად ისახავს პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარების სტიმულირებას.