
მეწარმეობა განისაზღვრება ფართო მცნებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ შემოიფარგლება კომპანიების შექმნით, არამედ მოიცავს სხვა დანარჩენი სფეროების საქმიანობას, როგორიცაა სოციალური მეწარმეობა, ხელოვნების და სპორტის სამყარო და მეცნიერება.
Spain has a low percentage of entrepreneurs (5.1%), and this number is on a downward trend due to the crisis. However, half of new entrepreneurs are young people between the ages of 18 and 34. Most people prefer wage-earning jobs to self-employment. In addition, this preference is increasingly prevalent, having gone from 34% of the population in 2001 to 52% in 2009.
ესპანეთში მეწარმეების დაბალი პროცენტია (5.1%), და ეს რიცხვი კრიზისის გამო დაღმავალ ტენდენციაშია. ამასთან, ახალი მეწარმეების ნახევარი 18-დან 34 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. ადამიანთა უმეტესობას ფიქსირებულ ანაზღაურებიანი სამუშაოები ურჩევნიათ ვიდრე თვითდასაქმების გზით შემოსავლის გამომუშავება. აღსანიშნავია რომ, ეს უპირატესობა უფრო მეტად გავრცელებულია, რაც 2001 წელს მოსახლეობის 34% -ს შეადგენდა, ხოლო 2009 წელს 52%-მდე გაიზარდა.
ახალგაზრდები უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სტაბილურობას და ფიქსირებულ შემოსავალს, ვიდრე დამოუკიდებლობას და საკუთარი გრაფიკის შექმნის თავისუფლებას. ესპანური კომპანიები შემცირებული ზომისაა. მათ ნახევარზე მეტს (53%) არ ჰყავს ერთი თანამშრომელიც კი, ხოლო 42% თანამშრომელთა რიცხვი ერთიდან ცხრა მუშაკს შორის მერყეობს.2009 წელს ესპანეთში იყო 3.4 მილიონი კომპანია, და აქედან 1.8 მილიონი წარმოადგენენ თვითდასაქმებულ პირებს და მხოლოდ 185,000 კომპანიას ჰყავს 10 ან მეტი თანამშრომელი. კრიზისს არ გამოუწვევია პროცენტების ცვლილება. ამჟამად, 2020 წელს, 19% -ით მეტი კომპანია იხურება, ვიდრე იქმნება. ეს პროცენტი 29% -მდე იზრდება, თუ არ ჩავთვლით იმ კომპანიებს, რომელთაც თანამშრომლები არ ჰყავთ.
უფრო ნაკლები რისკია ესპანეთში, ვიდრე მიმდებარე ქვეყნებში. ჩვენთან სამჯერ ნაკლები რისკის ფაქტორები შეინიშნება, ვიდრე აშშ – ში. წარუმატებლობის დიდი შიში, თუმცა, როგორც ჩანს, ის უმჯობესდება ახალგაზრდებში. ჩვენ ვთვლით, რომ მოკლებული ვართ შემოქმედებითობას და ვფიქრობთ, რომ ის, რაც ჩვენ თავს ხდება, დიდწილად განსაზღვრულია სხვების მიერ და იღბლიანობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავდაჯერებულობა გვაკლია.
ორივე ეს მაჩვენებელი ახალგაზრდებში გაუმჯობესებულია. მეწარმედ ყოფნა არ განიხილება როგორც სოციალურ დონეზე სასურველი რამ: მას აქვს პოპულარობის 48% მაჩვენებელი, თუ შევადარებთ აშშ – ს სადაც ეს 73% აღწევს, ხოლო საფრანგეთში 62%.
ახალგაზრდები თვლიან, რომ საზოგადოება უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს დამოუკიდებელ პროფესიონალებს (72%) და მეცნიერებსა და მხატვრებს (69%), ვიდრე მეწარმეებსა და საქმიან ადამიანებს (38%). მხოლოდ საჯარო მოხელეებს აქვთ ყველაზე ცუდი რეპუტაცია. ესპანეთში მედია მწირ ყურადღებას აქცევს მეწარმეობას. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და ნორვეგია, ამ საკითხზე მედიის ინტერესი ორჯერ მეტია. ესპანეთში მცხოვრები “არც-არც” პროცენტი (ადამიანები, რომლებიც არც სწავლობენ და არც მუშაობენ) ყველაზე მეტია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, 15-დან 19 წლამდე ასაკობრივ მაჩვენებელში. ეს განსხვავება უფრო მცირეა 20-დან 24 წლამდე ასაკობრივ მაჩვენებელში. ესპანეთში ხალხი უპირატესობას ანიჭებს ფიქსირებულ ანაზღაურებიან სამსახურს ვიდრე თვითდასაქმებას. თვითდასაქმება სასურველი საქმიანობაა ესპანეთის მოსახლეობის 40% –ისთვის, საფრანგეთში 51% –თვის, ხოლო აშშ – ში 55% –ისთვის. ესპანეთს აქვს დაბალი ინვესტიცია კვლევისა და განვითარების სფეროში და მკვლევარების დასაქმების სფეროში. მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ 1,000 მოსახლეზე 40% მკვლევარია, ეს რიცხვი თითქმის განახევრებულია ისევე როგორც დაფინანსების მაჩვენებელი მშპ-დან. ბიზნეს ანგელოზების ეკოსისტემა ხელსაყრელია და იზრდება. ამასთან, სამეწარმეო კაპიტალის ინვესტიცია ბიზნესის ზრდის ადრეულ ეტაპზე არ შეესაბამება ესპანეთის ეკონომიკის ზომას.