საქართველო

საქართველომ, როგორც პოტენციური ინვესტირების ადგილმა, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ცნობადობა მოიპოვა. ქვეყანამ ქება დაიმსახურა რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ გაბედული მიდგომისთვის. მართალია, ქვეყანამ უზარმაზარი პროგრესი განიცადა ისეთ საკითხებში, როგორიცაა კორუფცია, თუმცა ჩვენმა მცირე და საშუალო ზომის მეწარმეობის სტრუქტურის კვლევამ გამოავლინა, რომ მათ მრავალი სერიოზული პრობლემა აქვთ, რომელთა მოგვარების გზა მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს.

ასევე არის თვითდასაქმებულთა განსაცვიფრებელი რიცხვი, რომელის  ოფიციალურ სტატისტიკური მონაცემებში არ მოიძებნება და რომელთა  უმრავლესობას შეიძლება „მეწარმედ ნაგულისხმევი“ უფრო ეწოდოს, ვიდრე „მეწარმე ნებაყოფლობით“. კვლევის ამ ნაწილმა აჩვენა, რომ ცნება „მეწარმეობა“ ყურადღებით უნდა იქნას განხილული, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის ყოფილ ეკონომიკებში, როგორიც არის საქართველო და მკვლევარებს სთხოვენ, გაარკვიონ, რეალურად სად იწყება მეწარმეობა.

მეწარმეობა იმდენად არის სოციალური ფენომენი, რამდენადაც ეკონომიკური. მეწარმეობის ფორმა, საქართველოში რთული საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს, რომელიც გარდამავალმა ეკონომიკამ უნდა გადაჭრას. 2010 წელს ეკონომისტებმა დაასკვნეს : ”დღეს საქართველომ თავი გამოავლინა, როგორც კავკასიის ვარსკვლავმა“. მსოფლიო ბანკის მიხედვით, ის ნაკლებად კორუფციულია, ვიდრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობა და ბიზნესის ყველაზე ადვილად წარმოების ადგილია მსოფლიოში. საქართველოს ლიბერალურმა ეკონომიკამ დაამარცხა რუსეთის ემბარგოები და სახელმწიფო იყო ერთიანი რუსეთთან ომის დროს. პოლიცია ქრთამს არ იღებს და  ელექტროენერგია აღარ არის ფუფუნება. რაც მთავარია, ხალხს აღარ აკვირვებს ასეთი წარმატება. ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია მათ გონებაშია. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაბედული ნაბიჯები გადადგა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით და ეკონომიკურ პოლიტიკას მკაფიო ნეოლიბერალური მიმართულება მისცა, ამის მიუხედავად, გადამწყვეტია კრიტიკული მიდგომა იმ პრობლემების მიმართ, რომელიც საქართველომ გამოიყენა წარმატების მისაღწევად, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. მსოფლიო ბანკის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია მისი ”ბიზნესის კეთების ინდიკატორების გამარტივებისთვის” (EDBI) ძალზე საკამათოა და საქართველოს წინსვლა მოხდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეშფოთების ფონზე.

ფასადის მიღმა რომ შევიხედოთ, უნდა დავაკვირდეთ კერძო სექტორის სტრუქტურას.რეგულაციებიდან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკა ორი განსხვავებული კომპონენტისგან შედგება: ”დაკვირვებული” ეკონომიკა აღწერილია სტატისტიკით და რეგულირდება ინფორმირებული ბიუროკრატების მიერ,  ხოლო ”დაუცველი” (დაურეგისტრირებელ ) ეკონომიკა ფუნქციონირებს ნებისმიერი რეგულაციის საზღვრებს გარეთ (როგორიც არის : რეგისტრაციის მოთხოვნები, შრომის კოდექსი, გადასახადები ან სტატისტიკური მონაცემები), შესაბამისად, ეროვნული სტატისტიკური ინსტრუმენტების მიღმაა. საოკუპაციო სტატისტიკის თვალსაზრისით, საქართველოს ეკონომიკის დაუცველ (დაურეგისტრირებელ ) ნაწილში მოქმედი პირები განსაზღვრულია, როგორც „თვითდასაქმებული”.

ცოტა რამ არის ცნობილი თვითდასაქმებულთა საქმიანობის რეჟიმის შესახებ. გარდა იმისა, რომ ისინი ძირითადად ცხოვრობენ სოფლად და შესაძლოა ზოგიერთმა დე ფაქტო მართოს მიკრო საწარმოები. სამუშაო ძალის რაოდენობა 1,9 მილიონ ადამიანს შეადგენს, მაგრამ მხოლოდ 20 % არის დაქირავებული კერძო სექტორის მიერ, ხოლო 21 % სახელმწიფო სექტორის მიერ. მოსახლეობის 16% უმუშევარია, რაც ნიშნავს რომ მშრომელთა დაახლოებით ნახევარი თვითდასაქმებულია. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმება მთლიანი დასაქმების დაახლოებით ორი მესამედია ჩვენი შეფასებით, ის მშპ – ს დაახლოებით 18 პროცენტს ქმნის.

დასაქმების მკვეთრი განსხვავება ხაზს უსვამს მეწარმეობის ზოგჯერ შეუმჩნეველ მხარეს: ”მეწარმეობას გადარჩენისთვის“. მეწარმეობის ეს ფორმა სიღარიბესთან არის დაკავშირებული და სოციალური პოლიტიკის საკითხია. ერთის მხრივ, ის შეიძლება მივიჩნიოთ მასიურ უმუშევრობად, რაც ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ბაზას (EPRC, 2009:8) და Fitch Ratings-ის შეფასებით, ეს არის მიზეზი, რომ საქართველოს აქვს შემოსავლის საშუალო დონე და ვიწრო ეკონომიკური ბაზა. 1.9 მილიონი თვითდასაქმებული ინდივიდი – ეს განმაცვიფრებელი რიცხვი ხსნის საქართველოს ეკონომიკის ვიწრო ბაზას და მის დაბალ შრომით პროდუქტიულობას. მეტიც, ეგრეთ წოდებულ თვითდასაქმებულთა 800 ათასზე მეტი (81 პროცენტი) სოფლად ცხოვრობს.

ამრიგად, საქართველოს შემთხვევა კარგად ასახავს ”მეწარმეობის” დამახასიათებელ ორმხრივ მონეტას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთის მხრივ უმუშევრობის თვალსაზრისი უკავშირდება სოციალურ პოლიტიკას. საშუალო თვიური შემოსავალი საქართველოსთვის 175 აშშ დოლარი, ხოლო ოჯახების დაახლოებით 41 % ღარიბი იყო 2009 წელს, თუ საარსებო მინიმუმის დონე გამოიყენება, როგორც სიღარიბის ზღვარი(გუგუშვილი, 2011).

მეორეს მხრივ, ეკონომიკის ნახევარი ეყრდნობა „მეწარმეებს“ და ეს ეკონომიკური პოლიტიკის საზრუნავია. ამასთან, მშპ-ს სტრუქტურაზე ეს კომბინირებული პერსპექტივა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, თვითდასაქმება წარმოქმნის მშპ-ს დაახლოებით 18 პროცენტს. საინტერესოა, რომ ორმხრივი მონეტის პრობლემას ვხვდებით „Geostat“-ის მიერ თვითდასაქმებული ადამიანის განმარტებაში: ეს შეიძლება გათანაბრდეს  „მეწარმეობასთან“ ან თვითგადარჩენასთან.