
მთელ იტალიაში, სოციალურ კულტურულ და მხატვრულ საწარმოებს, მნიშვნელოვანი როლი აქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის. სოციალური საწარმოები წარმოადგენენ დასაქმების მნიშვნელოვან შესაძლებლობას სამხრეთ იტალიაში, სადაც მესამე სექტორი შეადგენს დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 18% . წვლილი, რომელიც ამ ტიპის საწარმომ შეიძლება მისცეს, ფუნდამენტურია იტალიის რეგიონების ზრდისა და განვითარებისთვის, ასევე, ადგილობრივი რესურსების გამოყოფისა და სამეწარმეო ბიზნესის გაძლიერებისათვის. ახალგაზრდების უმუშევრობა ამ ათწლეულის ერთ – ერთი მთავარი ეკონომიკური და სოციალური გამოწვევაა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, მათ შორის იტალიისთვისაც. იტალიის სამხრეთ რეგიონებში ახალგაზრდობა უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რათა შრომით ბაზარზე დამკვიდრდნენ.
კამპანიაში, სიცილიაში, სარდინიაში, ბაზილიკატასა და კალაბრიაში, ახალგაზრდების უმუშევრობის დონე 50% -ზე მაღალი იყო. უფრო მეტიც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე გაუარესდა თითოეულ რეგიონში. ახალგაზრდების უმუშევრობის დონე გაორმაგდა 20 რეგიონიდან 9-ში. ხანგრძლივი უმუშევრობას თან სდევს სერიოზული გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები ფიზიკური პირებისთვის – როგორიცაა შემცირებული შემოსავალი, მომავალში უმუშევრობის კიდევ უფრო დიდი რაოდენობა და სოციალური გამორიცხვა. ინკლუზიური და სოციალური მეწარმეობა არ იქნება ,,წამალი” ახალგაზრდების უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკის პასუხის ნაწილი. იტალიაში სოციალური საწარმო საკმაოდ ბოლოდროინდელი მოვლენაა: არაკომერციული ორგანიზაციების 65% ჩამოყალიბდა 90-იანი წლების შემდეგ. მას შემდეგ ურთიერთობები, პარტნიორობა და დაგეგმვა გაერთიანდა გამოცდილებისა და ქსელური ურთიერთობის ახალ მაგალითებთან.
ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერა მაღალი პოპულარობით სარგებლობს იტალიაში ახალგაზრდული ეროვნული გეგმების ერთობლიობის გამო, რომლებმაც შექმნეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი – ,,ახალგაზრდული დეპარტამენტი’’ და ,,ახალგაზრდული პოლიტიკის ფონდი”. ევროკავშირის დონის ისეთი პოლიტიკა, როგორიცაა ,,ევროპული სოციალური ფონდი’’, ,,ახალგაზრდების დასაქმების ინიციატივა’’ და ,,ახალგაზრდული გარანტია’’ აძლიერებს ეროვნულ ძალისხმევას და ეხმარება რეგიონების, პროვინციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვას ახალგაზრდული მეწარმეობის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის საქმეში. მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების ბოლოდროინდელი მცდელობები ანაზღაურდება ბიზნესის გამარტივებული პროცესის თვალსაზრისით
ეს პროცესი გაუმჯობესდება ბოლოდროინდელი კანონმდებლობით, რაც ზრდის მარეგულირებელი მოთხოვნების ინტერნეტით შესრულების შესაძლებლობას. ახალგაზრდა მეწარმეები იმ ჯგუფებს შორის არიან, რომლებიც აქტიურად იღებენ სარგებელს სოციალური მედიის საშუალებით. ზოგადად, ახალგაზრდებს შეუძლიათ მეწარმეობის ფართო სპექტრის წვდომა. მეწარმეობის შესახებ ტრენინგები ოფიციალური განათლების სისტემის მიღმა ახალგაზრდებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, რომლებსაც აქვთ ინოვაციური ბიზნეს პროექტები.
ინფორმაცია მარტივი ხელმისაწვდომია, ხშირად ტრეინინგიც ინტეგრირებული პაკეტის ნაწილია. გარდა ამისა, დაწყებითი დაფინანსების დაშვება ახალგაზრდული მეწარმეებისთვის გაუმჯობესებულია ორი ბოლო განვითარებული მოვლენებით: ინტერნეტ – ბრენდ დაფინანსების პლატფორმების სწრაფი ზრდა და რეგულირების ბოლო დროინდელი ცვლილებები მიკროსაფინანსო სექტორის შესაქმნელად. მთავრობა სარგებლობს ძალიან აქტიური არასამთავრობო სექტორებით, მათ შორის, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის ორგანიზაციებით. მრავალი ორგანიზაცია და ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდობის მეწარმეობაში ჩასართავად. პოტენციურ ახალგაზრდულ მეწარმეებს მიმართავს მეწარმეობის შესახებ ინფორმაციითა და რესურსებით მეწარმეობის დატრენინგებისა და ბიზნესის დაწყებისთვის დაფინანსების ხელშესაწყობად. მიუხედავად იტალიაში ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერის მრავალი ძალისხმევისა, სისტემა სუსტად მუშაობს ზოგადი სტრატეგიის არარსებობის გამო. შესაბამისად, მთავრობის ძალისხმევა არის ერთჯერადი ინტერვენცია, ვიდრე კოორდინირებული სისტემის ნაწილი, სადაც მოქმედებები ავსებენ ერთმანეთს. ეს კიდევ უფრო ართულებს იტალიაში მრავალი დონის მართვის სისტემას. მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამების უმეტესობა ხორციელდება ადგილობრივ დონეზე. ეს იწვევს განსხვავებულ სისტემას, სადაც მხარდაჭერის რაოდენობა და ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ახალგაზრდული მეწარმეების მხარდაჭერის საერთო მიდგომა მეტწილად კონცენტრირებულია ინოვაციურ პროექტებზე. ამ მიდგომის დამსახურებაა, ინოვაციური პროექტები, რომლებიც შექმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს.
NEET– რაოდენობამ , რომელმაც 2018 წელს 15% –ს გადააჭარბა (https://ec.europa.eu/eurostat). ახალგაზრდების დიდი პოპულაციაა დარჩენილი, რომელსაც იტალიაში ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერის ამჟამინდელი სისტემა ემსახურება. მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის, სამეწარმეო გონებისა და უნარების განვითარების ერთ – ერთი ყველაზე ეფექტური გზა სასკოლო სისტემაში მეწარმეობის შესწავლის დანერგვაა. დიდი ექსპერიმენტის ჩატარეებაა საჭირო, რათა მრავალმა NEET წარმომადგენელმა გაიაზროს მეწარმეობის არსი და დაფიქრდეს თითოეული ადამიანის შესაძლებლობაზე.
დღესდღეობით პედაგოგები და სხვა პერსონალი არ გადიან ტრენინგებს მეწარმეობის ძირითადი განათლების მისაღებად. ახალგაზრდა მეწარმეების წარმატებული ისტორიები კი არ არის ფართოდ გავრცობილი. ფინანსებზე წვდომა დამწყები მეწარმეებისთვის ერთგვარი გამოწვევაა. მიკროსაფინანსო სისტემა განვითარებადია იტალიაში, უმეტესწილად იმ ბოლოდროინდელი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ზემოაღნიშნულ საქმიანობას კრძალავს
ახალგაზრდობა, როგორც წესი, იწყებს მცირე სამეწარმეო პროექტებს, შესაბამისად, ხშირად სარისკოა და ძალიან მცირეა საბანკო სესხებისთვის. მათ აქვთ მცირე სესხების მოპოვების რამდენიმე ვარიანტი. მონიტორინგი და შეფასება ფართოდ არ არის გამოყენებული საზოგადოებრივი მეწარმეობის პროგრამების გავლენისა და ეფექტიანობის შესწავლისას. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადგილობრივ დონეს, სადაც არ ხდება მრავალფეროვანი მხარდაჭერის მიწოდება. პოლიტიკის შემქმნელებისთვის რთულია იმის გაგება, თუ რომელი მოქმედებები მუშაობს კარგად და რომელი არა.
შემდეგი ქმედებები რეკომენდირებულია, როგორც ძირითადი პრიორიტეტული ქმედებები იტალიაში ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის სისტემის გასაძლიერებლად: 1. შეიმუშაოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ახალგაზრდული მეწარმეობისთვის; 2. მეწარმეების განათლების გაძლიერება სასკოლო სისტემაში, პროფესიული მომზადება და უმაღლესი განათლება 3. ახალგაზრდა მეწარმეებისთვის როლის მოდელების შემუშავება და 4. შეიქმნას ერთსაფეხურიანი ქსელი ერთი შესასვლელი წერტილით იმ ახალგაზრდების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ეძებენ ინფორმაციასა და მხარდაჭერას. მეწარმეობის შესამოწმებლად სხვა ხშირად გამოყენებული საშუალებებია გლობალურ მეწარმეობებზე დაკვირვების შედეგად შემუშავებული ღონისძიებების ნაკრები.
განსაკუთრებული ინტერესი ორ მაჩვენებელს აქვს: ახლანდელი მეწარმეობის ტემპი და ახალი ბიზნესის მფლობელობის მაჩვენებელი. ისინი იზომება დაახლოებით 100 ქვეყანაში საერთო გამოკითხვის გამოყენებით. ახლანდელი მეწარმეობის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც ზრდასრული მოსახლეობის პროპორცია (18-დან 64 წლამდე ასაკის), რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი იმ ბიზნესის შექმნის პროცესში, რომელსაც ისინი ფლობენ ან თანამფლობლები არიან. ნახაზები 1.6 და 1.7 აჩვენებს, რომ იტალიაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ახალი ბიზნესის შექმნასა ან წარმართვაში. იტალიაში მოზრდილთა 2% და ახალგაზრდების 3% -ზე ნაკლები აქტიურად ცდილობდნენ ბიზნესის შექმნას 2009-2013 წლებში. ეს იყო მესამე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროკავშირში. ანალოგიურად, მოზრდილთა მხოლოდ 1.5% და ახალგაზრდობის ოდნავ მეტი 2% –ი ახორციელებდნენ ახალ ბიზნესს.
ეს მაჩვენებლები ყველაზე დაბალი იყო ევროკავშირში. მეწარმეობის ეს ორი ღონისძიება განსხვავებულ სურათს ასახავს, ვიდრე თვითდასაქმების მაჩვენებლები. თვითდასაქმების მაჩვენებლები ძირითადად მოიცავს ადამიანებს, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი ჰყავს დასაქმებული, ან ძალიან ცოტა ადამიანს, რომელიც ჩართულია არაკორპორაციულ ბიზნესში. საწარმოების მაჩვენებელი გულისხმობს იმ ადამიანტა კატეგორიას, რომლებიც ბიზნესის შექმნის პროცესში არიან, ან ახლახანს შექმნეს. ამრიგად, ახლადშექმნილი მეწარმეობის მაჩვენებელი და ახალი ბიზნესის მფლობელობის მაჩვენებელი უფრო მეტად ემსგავსება ფულის დინების ან შემოსავლის ზომას, მაშინ როცა თვითდასაქმების მაჩვენებელი თვითდასაქმებული ადამიანების ფონდის საზომია. იმის გათვალისწინებით რომ იტალიაში ახალგაზრდებში თვითდასაქმების მაღალი დონეა საკვირველია მეწარმეობის დაბალი ტემპი და ახალი ბიზნესის სიმცირე.
იტალიის ეკონომიკა ძლიერაა დამოკიდებული მცირე ბიზნესებზე – მშრომელთა თითქმის ნახევარი დასაქმებულია ისეთ საწარმოებში, სადაც თანამშრომელთა რიცხვი 10 ზე ნაკლებია. სამეწარმეო პროცესის ადრეულ ეტაპზე საქმიანობის დაბალი დონის მიუხედავად, როგორც ჩანს, იტალიაში მეწარმეობის გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს. 2012 წლის ევრობარომეტრის დასკვნაში ნათქვამია, რომ იტალიაში მოსახლეობის 44% ამჯობინებდა თვითდასაქმებას, სამსახურში მუშაობას. ეს უფრო მაღალია მაჩვენებელია ვიდრე ევროკავშირის საშუალო (37%) (EC, 2012). თვითდასაქმების უპირატესობის ორი ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზი იყო პირადი დამოუკიდებლობის და თვითშეფასების უპირატესობა (62%) მუშაობის ადგილისა და დროის არჩევის თავისუფლება (31%).
ახალგაზრდების თვითდასაქმების მაჩვენებლები იტალიაში არსებითად უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის საშუალო თვიდასაქმებულთა რაოდენობა. ეს შეესაბამება ეკონომიკას, რომელიც ემყარება მცირე ბიზნესის სექტორს. 2014 წელს იტალიაში დასაქმებულთა 22.2% თვითდასაქმებული იყო, ევროკავშირში კი ეს მაჩვენებელი14.4% უდრიდა.. ამასთან, ბოლო ათწლეულში თვითდასაქმების მაჩვენებელი შემცირდა, 2005 წლის 24.0% -დან 2014 წელს 22.2% -მდე დაეცა. კერძოდ, ახალგაზრდები ინტერესდებიან და აქტიურობენ თვითდასაქმებაში. 2014 წელს იტალიაში ახალგაზრდების თვითდასაქმების მაჩვენებელი 13.5% იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზრდასრული ასაკის მხოლოდ ნახევარზე მეტია, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი თითქმის სამჯერ მეტია. ამასთან, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლებიც ხელს უშლის იტალიის სოციალური ეკონომიკის ზრდას.
ძირითადი პრობლემები ადამიანისეული რესურსების მართვას, მენეჯმენტს, (მფარველობასა და კრედიტს) ეხება. იტალიის სოციალური საწარმოები დიდად არის დამოკიდებული სახელმწიფო დაფინანსებაზე, რაც პროფესიონალ ადამიანებსა და თანამშრომლებზე ხელფასის გადახდის გარანტიას წარმოადგენს, რადგან საჯარო ორგანოების მიერ გადახდები არ ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტ რეჟიმში. შესაბამისად, იტალიის სოციალურ საწარმოებს არ შეუძლიათ გრძელვადიანი ურთიერთობა შეინარჩუნონ კვალიფიციურ პერსონალთან, ამიტომ მუშათა მაღალი ბრუნვა გარდაუვალია. ორგანიზაციული მოდელი მყიფე და არასტაბილურია: არაკომერციული საწარმოების შესაძლებლობები ძლიერი შინაგანი მოტივის მქონე მუშაკების არჩევის მიზნით შესუსტებულია, როგორც ჩანს, თანამშრომლების ინტერესები სამსახურის მიმართ თანდათან ქრება. ამრიგად, საჭიროა ტრენინგის ჩატარება, რათა შესაძლებელი იყოს ამოცანებისა და როლების შეგნებული და სტრატეგიულ-ფუნქციონალური რეორგანიზაცია, რათა გაუზარდონ მოტივაცია და ზრდის პოტენციალი. სოციალური საწარმოების წარმომადგენლებმა გააცნობიერეს კაპიტალიზაციის სისტემის გაუმჯობესების, კვლევისა და მოტივაციის სფეროში ინვესტიციების განვითარების აუცილებლობა, რათა სამომავლოდ არ შეეჩეხონ პირობას სადაც გადარჩენის სტრატეგიები მთავრდება მეწარმეობის განვითარების დარგების შეცვლით.
იტალიაში არსებულ სოციალურ საწარმოს უჭირს თანამშრომლობის დამყარება მესამე სექტორში, საჯარო ადმინისტრაციასთან და სხვა სამეწარმეო საწარმოებთან, ასევე ქსელების შექმნის გზით ინტეგრირებული პროექტების განხორციელების ახალი ფორმების დადგენა. განსაკუთრებით მცირე სოციალურ საწარმოებს, რომლებიც კალაბრიის სამეწარმეო საქმიანობის უმეტესი ნაწილია, არ შეუძლიათ ურთიერთობის ჩამოყალიბება. სოციალური “ადგილობრივი სისტემების” დანერგვა, შექმნის დამატებით ეკონომიკას და წარმოქმნის სოციალურ თანმიმდევრობას, რაც აუცილებელი ფაქტორია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის. სოციალური საწარმო შეიძლება გახდეს ნამდვილი სტიმული განვითარებისათვის, რაც საშუალებას მისცემს იტალიას გადალახოს ის დიდი უფსკრული, რომელიც მას სხვა რეგიონებისგან ჰყოფს.
ახალგაზრდებისთვის მეწარმეობის ბარიერები: ახალგაზრდა მეწარმეები ეჩეხებიან სოციალური დამოკიდებულებების პრობლემებს, უნარების ნაკლებობას, მეწარმეობის არასაკმარის განათლებას, სამუშაო გამოცდილების არარსებობას კაპიტალიზაციის პირობებში, ქსელებისა და ბაზრის ბარიერების არსებობას (OECD / EC, 2012), მისაბაძი მაგალითები: ახალგაზრდებზე გავლენას ახდენს ისეთი მნიშვნელოვანი მისაბაძი მაგალითები, როგორიცაა მათი მშობლები და მასწავლებლები, რომლებმაც ხშირად არ იციან მეწარმეობის მოთხოვნები და შესაძლებლობები. მისაბაძი პიროვნებების ეს ინფორმირებულობა იწვევს მეწარმეობის წახალისებისა და მხარდაჭერის ნაკლებობას. მნიშვნელოვანი პიროვნებების მიერ გამოვლენილმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ან თუნდაც ნეგატიურმა სოციალურმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალგაზრდული მეწარმეობის შემაფერხებელი ფაქტორი. უნარების ნაკლებობა: განათლება და ტრენინგის პროგრამები ხშირად საკმარისად ვერ ზრდის სამეწარმეო დამოკიდებულებებს და უნარებს, ამის ნაცვლად, ისინი მიზნად ისახავენ სტუდენტების მომზადებას დასაქმების სფეროში. გამოცდილების ნაკლებობა: ახალგაზრდებისთვის ბიზნესის წამოწყებისა და მეწარმეობის შესრულების მთავარი განმსაზღვრელი სამუშაო გამოცდილებაა. ამასთან, ახალგაზრდებს, როგორც წესი, არ აქვთ საჭირო ადამიანური, ფინანსური და სოციალური კაპიტალი ახალი ბიზნესის წარმატებით წამოწყებისა და წარმართვისთვის. უფრო მეტიც, ასაკოვან ადამიანებთან შედარებით, ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ მენეჯერული ან სპეციალიზებული ინდუსტრიული ცოდნა, რაც მათ დაეხმარება თვითდასაქმებაში. კაპიტალიზაცია: ახალგაზრდებს აქვთ პიროვნული თვისებების დაბალი დონე და უფრო მეტი სირთულე აქვთ ვიდრე მოზრდილებს. გარე დაფინანსების მოპოვება: პოტენციური სესხების შეფასებისას ბანკები და სხვა დამფინანსებლები, როგორც წესი, განიხილავენ საკრედიტო ისტორიას, წარსული ბიზნესის საქმიანობასა და გირაოს. განვითარებული ქსელების ნაკლებობა: სამუშაო ადგილისა და მეწარმეობის გამოცდილების ნაკლებობის გამო, ახალგაზრდებს აქვთ შეზღუდული ბიზნეს ქსელები და ბიზნესთან დაკავშირებული სოციალური კაპიტალი. შედეგად, ისინი ვერ ახერხებენ რესურსებისა და იდეების ფართო მასშტაბებზე წვდომას. მათთვის ასევე რთულია ,,ლეგიტიმურობის” დამყარება მთავარ დაინტერესებულ მხარეებს შორის (მაგ., ფინანსისტები, მომხმარებლები, მომწოდებლები).
საბაზრო ბარიერები: ახალგაზრდა მეწარმეები შესაძლოა განიცდიან „დისკრიმინაცია-ს’’ იმ მომხმარებლების მხრიდან, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ თავიანთი პროდუქტისა თუ მომსახურების სანდოობას ან ხარისხს. ანალოგიურად, ახალგაზრდა მეწარმეები უფრო ხშირად შედიან ინდუსტრიებში, სადაც მოხვედრისთვის დაბრკოლებების დონე და რაოდენობა დაბალია, მაგრამ კონკურენცია ძლიერი. მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ თითოეული ეს სფერო ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამიტომაც საჭიროა ახალგაზრდული მეწარმეობა წახალისდეს. ნიშანდობლივია, უკვე მზად იყოს ის გარკვეული დონის გეგმებით ან ინსტრუქციებით უზრუნველყოფილი, რათა ერთჯერადი გადაწყვეტილებების მიღება თავიდან ავიცილოთ. იტალიაში მოზრდილებმა ძირითადი პრობლემები გამოავლინეს: არასაკმარისი კაპიტალი (17%), ცუდი ეკონომიკური კლიმატი (14%), მეწარმეობის უნარის ნაკლებობა (4%), ბიზნეს იდეის არარსებობა (7%), ოჯახური პასუხისმგებლობები (9%), შეუსრულებლობის რისკი ძალიან დიდია (6%) და ადმინისტრაციული სირთულეები (6%) (EC, 2012). ეს თვითგამოცხადებული ბარიერები საკმაოდ ჰგავს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. მონაცემები იტალიაში ახალგაზრდებისთვის მეწარმეობის ბარიერების(პრობლემების, დაბრკოლებების) შესახებ არ არსებობს.